[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

Scrum-ის ვორქშოფი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი

2018 წლის 19,20 და 21 ოქტომბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) უნივერსიტეტის ბიზნეს პარტნიორობის პროექტის ფარგლებში, ჩატარდა ვორქშოფი “Agile Software Development with Scrum” . ღონისძიება ჩატარდა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, სადაც მოწვეული იყვნენ ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე როგორც წამყვანი, ისე დამწყები და განვითარების პროცესში მყოფი კომპანიები. ასევე მონაწილეობდნენ სტუდენტები შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან. ვორქშოფს გაუძღვნენ გერმანიიდან სპეციალურად მოწვეული ექსპერტები სვენ კობლე და დეივიდ გროსმენი. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური ურთიერთობებისა და განვითარების სამინისტროს მიერ. 3 დღის განმავლობაში მონაწილეებმა შეისწავლეს, თუ რას ნიშნავს “Agile”, “Scrum” და როგორ გამოვიყენოთ ეს მეთოდები პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ხარისხის გასაუმჯობესებლად. განსაკუთრებით პროდუქტიული ეს ვორქშოფი გამოდგა მონაწილე IT კომპანიის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც ასევე მონაწილეობა მიიღეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) უნივერსიტეტის ბიზნეს პარტნიორობის პროექტის ფარგლებში გამართულ “კონტაქტების გამოფენა 2018”–ში.