[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ქართველების წარმატებული სტარტაპები ამერიკასა და საქართველოში

ბიზნესის სკოლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივესიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა 29 მარტს უმასპინძლა პალიტრა L -ის პროექტს “ლურჯი ოკეანე” წარმატებისთვის: ქართველების წარმატებული სტარტაპები ამერიკასა და საქართველოში. ღონისძიება გახსნა არჩილ ჭეიშვილმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის ეკონომიკის მიმართულების კურსდამთავრებულმა და ტექნოლოგიური კომპანია “Palatine Analytics” დამფუძნებელმა, თემით – როგორ დავიწყოთ სტარტაპი.
ღონისძიებაზე მოწვეული იყო ბრენდინგის, მარკეტინგის, გაყიდვების, კომუნიკაციების სპეციალისტი, სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE-ის დამფუძნებელი, დირექტორი და მთავარი კონსულტანტი, ალექსი ჩიქოვანი. მან ისაუბრა თემაზე – დიადი გადაწყვეტილებები.
ღონისძიება დაასრულა გიორგი ჭილაიამ, ინტერნეტსასწავლო პლატფორმა “ნებულას” დამფუძნებელმა, თემით – Leavingstone-ის ისტორია და “ცოდნა სუპერძალაა”.