20 თებერვალს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის სტუდენტები საერთაშორისო კომპანია SINGULAR-ს ესტუმრნენ. სტუდენტებმა ნახეს კომპანიის “შიდა სამზარეულო” და გაესაუბრნენ პერსონალს. კომპანიის თანამშრომლებმა სტუდენტებს გამოცდილება გაუზიარეს და თავიანთი საქმიანობის ნიმუშებიც აჩვენეს.