[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ზაფხულის სკოლა “ჩემი ბიზნეს გასაღები”

ბიზნესის სკოლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა 2018 წლის 26 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით, ზაფხულის სკოლის ფარგლებში, უმასპინძლა ყოველწლიურ პროექტს: „ჩემი ბიზნეს გასაღები“, რომლის მიზანია მოსწავლეებს გაუზიაროს საუნივერსიტეტო ცხოვრების გამოცდილება, წარმოდგენა შეუქმნას საფაკულტეტო სასწავლო კურსებზე, მიაღებინოს ანალიტიკური, ჯგუფში მუშაობის, გადაწყვეტილების მიღების, პრაქტიკული ქეისების განხილვის გამოცდილება, გაუუმჯობესოს აკადემიური უნარ-ჩვევები, ასწავლოს უნივერსიტეტის პროფესორებთან, წარმატებული კომპანიის მენეჯერებთან და პრაქტიკოსებთან მუშაობა და შუექმნას მათ ინტერნაციონალური სტუდენტური გარემო.
პროექტში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს მასშტაბით არსებული სკოლების 80-ზე მეტი მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები, რომლებსაც სურვილი აქვთ სამომავლო გეგმები დაუკავშირონ ბიზნეს-საქმიანობას.
პროექტის ფარგლებში განიხილეს შრომით ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი და დასაქმებადი პროფესიების: მენეჯმენტის, მარკეტინგის, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის, ფინანსებისა და ტურიზმის სფეროში არსებული აქტუალური საკითხები. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ საჯარო ლექციებსათვის და გაეცნოთ ცნობილი კომპანიების მაგალითებზე დაფუძნებული რეალური ქეისები. პროექტს უძღვებოდნენ ბიზნესის მართვის ფაკულტეტის წამყვანი პროფესორები, ცნობილი კომპანიის მენეჯერები და პრაქტიკოსი ლექტორები. სკოლის მოსწავლეთათვის პროექტში მონაწილეობა უფასო იყო.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის დაგეგმვასა და ორგანიზებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ფაკულტეტის სტუდენტები.
პროექტი დასრულდა “ბიზნეს თამაში (Business Game)’’ -ით, სადაც გამარჯვებულებს გადაეცათ პრიზები. პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცა ორენოვანი სერტიფიკატი.
„ჩემი ბიზნეს გასაღები“ საკმაოდ საინტერესოდ და ნაყოფიერად, ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა. მოსწავლეების დიდი სურვილია მსგავსი პროექტები მომავალშიც განხორციელდეს. იმედი გვაქვს, პროექტის დასრულების შემდგომ მოსწავლეებმა გამოიმუშავეს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მათ გაუღებენ წარმატების კარს და მომავალი პროფესიის შერჩევაში დაეხმარებათ.