[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

Blockchain – ახალი მაღალტექნოლოგიური პროფესიების დაუფლების უმოკლესი გზა

ბიზნესის სკოლა

ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით მიმდინარეობს 3 დღიანი ტრენინგი სტუდენტებისათვის „Blockchain – ახალი მაღალტექნოლოგიური პროფესიების დაუფლების უმოკლესი გზა“, რომელსაც უძღვება Bitcoin Embassy Georgia-ს დამფუძნებელი და მმართველი ალექს სუდაძე. ტრენინგის ფარგლებში სტუდენტები განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა –  Blockchain-ის გამოყენება ფინანსებში (კრიპტოვალუტებით ოპერირება და კლასიფიკაცია), ტექნიკურ სპეციალობებში – გადანაწილებული მონაცემთა ბაზების მართვა და სისტემატიზაცია, იურისპრუდენციაში – smart-contract-ების დამუშავება,  ინტერნეტ-პროგრამირება, ანალიტიკაში – სპეკულაციური ინსტრუმენტების გამოყენება (ფუნდამენტური და ტექნიკური თრეიდინგის საფუძვლები). ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.