[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ტრენინგი – “კარიერის მენეჯმენტი – რჩევები და ტექნიკა”

ბიზნესის სკოლა

19 აპრილს, 10:00-დან 12:00 საათამდე, A101- ში (A შენობა, პირველი სართული) ბატონი აღა ხალიდი ჩაატარებს ტრენინგს “კარიერის მენეჯმენტი – რჩევები და ტექნიკა”.

სესიის შინაარსი:

აღა ხალიდი, SPHR, GPHR – HR პროფესიონალი დუბაიდან, რომელსაც კავშირი აქვს ახლო აღმოსავლეთში მოქმედ რამდენიმე მულტი–მილიარდი დოლარის მოცულობის მრავალეროვნული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ჩაატარებს 2 საათიან სესიას კარიერის მართვის შესახებ, რომელიც მოიცავს შემდეგ ძირითად თემებს: კარიერის დაგეგმვა, პირადი ბრენდინგი, რეზიუმის წერა და ინტერვიუსათვის მომზადება.

იგეგმება სხვადასხვა აქტივობები და სავარჯიშოები, ამიტომ ყველა სტუდენტმა უნდა მოიტანოს:

📔1. რვეული
🖋️2. კალამი
📄3. CV (ინგლისურ ენაზე) – დაბეჭდილი ფორმით

დასწრებისთვის აუცილებელია წინასწარი ონლაინ რეგისტრაცია. გთხოვთ, გადადით სარეგისტრაციო ბმულზე:

https://goo.gl/ofowa4

მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.