[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

ტრენინგი მეწარმეობაში – DAAD-ის პროექტის ფარგლებში

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი

25 დან 28 აპრილის ჩათვლით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციების ლაბორატორიამ უმასპინძლა DAAD-ის პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ტრენინგს მეწარმეობაში. პროექტის სახელწოდებაა-უნივერსიტეტისა და ბიზნესის პარტნიორობა, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებაზე დაყრდნობით ყირგიზეთსა და საქართველოში 2015-2018.

ტრენინგი ჩატარდა როგორც სტუდენტებისათვის, ისე თანამშრომლებისათვის და მას გერმანელი პროფესორი მარკ ბანასზაკი უძღვებოდა.

სტუმარმა სტუდენტებისათვის განკუთვნილ ტრენინგზე ისაუბრა მეწარმეობის არსის, მისი ელემენტების და ბიზნეს გეგმის შესახებ. ხოლო თანამშრომლებისათვის განკუთვნილ ტრენინგზე საუბარი შეეხო მეწარმეობის ცენტრის დაარსებას.