[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

შეხვედრა სტუდენტებთან განახლებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებით

ბიზნესის სკოლა

ბიზნესის მართვის ფაკულტეტის დეკანი, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი და პროგრამების კოორდინატორი 16 მარტს შეხვდნენ ფაკულტეტის საბაკალავროსაგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს. შეხვედრა გაიმართა პირველი, მეორე და მესამე კურსის სტუდენტებთან, როგორც ქართული, ისე ინგლისური სექტორიდან.

შეხვედრა მიზნად ისახავდა ფაკულტეტის მიერ დაგეგმილი ახალი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის (ბიზნესის ადმინისტრირება) გაცნობას. სტუდენტები გაეცნენპროგრამის სტრუქტურას, სასწავლო გეგმას და იმ კომპეტენციებს, რაც პროგრამის წარმატებით დასრულების შედეგად მიიღწევა. შეხვედრაზე სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები და მიეღოთ ინფორმაცია ფაკულტეტთან დაკავშირებულ საკითხებზე.