[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ვიზიტი ISAG-ში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით

ბიზნესის სკოლა

2019 წლის, 6-10 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრორექტორი საგარეო საქმეთა საკითხებში, ასოცირებული პროფესორი, დოქტორი გოდერძი ბუჩაშვილი და ბიზნესის მართვის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი, დოქტორი თეა კბილცეცხლაშვილი დაესწრნენ ევროპის ბიზნეს სკოლის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კვირეულს ქალაქ პორტოში (პორტუგალია). სხვადასხვა საგანმანათლებლო ინსტიტუტების წარმომადგენლები ერასმუს + პროგრამისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში დაესწრნენ სხვადასხვა აქტივობებს, მასტერკლასებს და სემინარებს.

მონაწილეები გაეცნენ ქსელის მთავარ აქტივობებს, ისევე როგორც მისი წევრობის უპირატესობებს, ვირტუალური ქსელების შესაძლებლობებსა და სამეცნიერო თანამშრომლობის გამოცდილებებს. მონაწილეები დაესწრნენ მასტერკლასს თემაზე „გამოყენებითი ინფორმაციული ტექნოლოგიების ინსტრუმენტები“, რომელიც ჩაატარა პროფესორმა ბრუნო მიგელ ვიეირამ.