2018 წლის 25 მაისს ვიშეგრადის პროექტის „ევროინტეგრაცია და ფინანსური ბაზრის რეფორმები ვიშეგრადის ქვეყნებში“ ფარგლებში ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა უმასპინძლა დოქტორ ერიკა მარსს.
დოქტორ მარსმა სტუდენტებისთვის სემინარი ჩაატარა თემაზე: “ევროინტეგრაცია და ფინანსური ბაზრის რეფორმები ვიშეგრადის ქვეყნებში – უნგრეთის გამოცდილება”. სტუმარმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა უნგრეთის გამოცდილება ევროინტეგრაციის პროცესში და საფინანსო სექტორში განხორციელებულ რეფორმების მიღწევები და გამოწვევები.
სტუმარი, ასევე, შეხვდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და განიხილა ორმხრივი ახალი შესაძლებლობები.