[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

დოქტორ მარცინ ოციესზაკის ვიზიტი

ბიზნესის სკოლა

2018 წლის 1 მაისს ვიშეგრადის პროექტის „ევროინტეგრაცია და ფინანსური ბაზრის რეფორმები ვიშეგრადის ქვეყნებში“ ფარგლებში ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა უმასპინძლა დოქტორ მარცინ ოციესზაკის კოზმინისკის უნივერსიტეტიდან (პოლონეთი).
დოქტორ ოციესზაკმა ფინანსების პროგრამის სტუდენტებისთვის სემინარი ჩაატარა თემაზე: “ევროინტეგრაცია და ფინანსური ბაზრის რეფორმები ვიშეგრადის ქვეყნებში – პოლონეთის გამოცდილება”. სტუმარმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა პოლონეთის გამოცდილება ევროინტეგრაციის პროცესში და საფინანსო სექტორში განხორციელებულ რეფორმების მიღწევები და გამოწვევები.
სტუმარი, ასევე, შეხვდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და განიხილა ორმხრივი ახალი შესაძლებლობები.