[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ვიზიტი გერმანელ დამსაქმებელთან

ბიზნესის სკოლა

„ტურიზმისა და მასპინძლობის ინსტიტუტსა” და „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში 2019 წლის ივნისის თვეში ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტები – ბერიკა ხურციძე, იბრაჰიმ რაშიდ აბიოიე, სალომე შონია და მეგი ალფენიძე გაგზავნილ იქნენ კუნძულ უზედომზე, გერმანიაში, კერძოდ საოჯახო სასტუმრო „ზიკლაუს“-ში 3 თვიანი საწარმოო პრაქტიკის გასავლელად.

სტუდენტების, მათი სამუშაო პირობების მონახულებისა და ასევე საქმიანი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით 7-12 ივნისს სასტუმროს ეწვია ბიზნესის მართვის ფაკულტეტის დეკანი, პროფ. თეა კბილცეცხლაშვილი და ამავე ფაკულტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორი, ასოც. პროფ. დოქტ. თინათინ კუბლაშვილი. გერმანულმა მხარემ პროფესორებს ასევე დაათვალიერებინა სხვა ქალაქებში მდებარე სასტუმროები და სტუდენტთა საცხოვრებლები, სადაც შემდგომ წლებში ისწავლიან და დასაქმებულ იქნებიან ბიზნესის ფაკულტეტის პოტენციური პრაქტიკანტები.