4 მაისს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტები ეწვივნენ კომპანია Singular-ის თბილისის ოფისს. სტუდენტები გაეცნენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას აკეთებს კომპანია და როგორ თანამშრომლებს ეძებენ ისინი.