[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

IBSU არქიტექტურის პროგრამა ატარებს ვორქშოფს – „ვიზუალური წარმოდგენა“

ბიზნესის სკოლა

IBSU არქიტექტურის პროგრამა ატარებს ვორქშოფს – „ვიზუალური წარმოდგენა“ 27  დეკემბერს, 14:00 საათზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის არქ სტუდიაში.

ვიზუალიზაცია გვეხმარება ჩვენი იდეების ეფექტურ არტიკულაციაში. წარმოსახვითი ენისა და ისეთი ცნებების ცოდნას, როგორიცაა ხაზი, ფერი, ფორმა, ნახატის საფუძვლები, შეუძლია ახალი გზების შექმნა თანამედროვე სამყაროში ჩართვისა და დაფიქრებისთვის.

ვორქშოფს გაუძღვება ანა მგაბლობლიშვილი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის მოწვეული ლექტორი, მხატვარი და ხელოვნების ისტორიკოსი.

ვორქშოფი არქიტექტურის პროგრამის პროექტის „პირველი ნაბიჯები არქიტექტურაში“ ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის არქიტექტურის პროფესიის საფუძვლების გაცნობას.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 26 დეკემბერი. 12:00 საათი

რეგისტრაციისთვის მიყევით ლინკს: shorturl.at/btFJN