[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

ღვინის ტური კახეთში

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი

18 ნოემბერს, ბიზნესის კლუბმა მოაწყო ღვინის ტური კახეთში, სოფელ წინანდალში, კომპანია შუმში. აღნიშნულ ვიზიტის განმავლობაში სტუდენტებმა მოინახულეს იშვიათი ჯიშების საკოლექციო ვენახი,ინფორმაცია მიიღეს ღვინის დაძველების შესახებ და უშუალოდ გაეცნენ მომზადების პროცესს. ტურის განმავლობაში სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და ბოლოს კი დაეგემოვნებინათ აღნიშნული კომპანიის პროდუქტი.
ბიზნესის კლუბი მადლობას უხდის კომპანია შუმს მასპინძლობისათვის და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა სამომავლოდაც გაგრძელდება.