[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის V ოლიმპიადა ინფორმატიკაში

ბიზნესის სკოლა

24 თებერვალს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ტრადიციულად უმასპინძლა საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის V ოლიმპიადას ინფორმატიკაში.

2018 წლის 24 თებერვალს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის V ოლიმპიადა ინფორმატიკაში ჩატარდა, რომლის ორგანიზატორები შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია არიან.
ოლიმპიადა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადების ფორმატით მიმდინარეობდა. მონაწილეობა საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს და ასევე იმ ახალგაზრდებს შეეძლოთ, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 20 წელი და არ არიან რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები.
ოლიმპიადა სამი ასაკობრივი ჯგუფისათვის – VIII კლასამდე, IX–X და XI-XII კლასელი მოსწავლეებისათვის ჩატარდა.
ოლიმპიადის გამარჯვებულებს სამივე ასაკობრივ ჯგუფში, გარდა გამარჯვების დამადასტურებელი ოფიციალური დიპლომებისა, გადაეცათ ფასიანი საჩუქრები.