[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

დაპროგრამების მსოფლიო ჩემპიონატი 2018

ბიზნესის სკოლა

 

🏆🥇🏅🎖️🏆

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ოთხმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო 27 ოქტომბერს გამართულ, დაპროგრამებაში სტუდენტთა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, რომელშიც 57 გუნდი მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან.

გუნდები შემდეგი შემადგენლობით იყო დაკომპლექტებული:

 

  1. IBSU 1: ნიკოლოზ სვანიძე, ნიკა ნარუშვილი, მარიამ ქსოვრელი
  2. IBSU 2: სანდრო მირუაშვილი, ლევან ოდიშვილი, იოსებ მატიაშვილი
  3. IBSU 3: ბადრი თათარაშვილი, გიორგი ინჯგია, გიორგი გოგენია
  4. IBSU 4: ივერი გამეზარდაშვილი, ანა ქსოვრელი, თემური სუარიძე

 

მეოთხედფინალში ყველა გუნდმა კარგად იმუშავა და ნაჩვენები შედეგების მიხედვით ოთხივე გუნდი დაშვებული იქნა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში, რომელიც სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში გაიმართება ისევ თბილისში, რომელიც წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის ქვერეგიონის ცენტრს. ხოლო ჩვენი რეგიონი თავის მხრივ შედის ჩრდილო-აღმოსავლეთ ევრაზიის უდიდეს რეგიონში რუსეთთან, ყაზახეთთან და სხვა ქვეყნებთან ერთად. თბილისში საქართველოს გუნდებთან ერთად საასპარეზოდ ჩამოვლენ სომხეთისა და აზერბაიჯანის უნივერსიტეტების გუნდებიც.

 

ნახევარფინალის პარალელურად აქვე გაიმართება სამხრეთ კავკასიის ჩემპიონატიც, რომელში მონაწილე გუნდებს საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან სავარაუდოდ დაემატება უძლიერესი გუნდები უკრაინიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

 

შარშან გამართულ ანნალოგიურ შეჯიბრში საქრთველოს და სამხრეთ კავკასიის ჩემპიონი ჩვენი უნივერსიტეტის პირველი გუნდი გახდა ნიკოლოზ სვანიძის, ნიკა ნარუშვილის და ანრი მორჩილაძის შემადგენლობით.

 

იმედია, ჩვენი გუნდები წელსაც წარმატებით იასპარეზებენ და კარგ შედეგებს აჩვენებენ.