
“ბიზნეს ანბანი” – ეს არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებში ბიზნესისა და მისი სფეროების შესახებ ცოდნის გაღრმავებას.
პროექტი 2014 წლიდან წარმატებით მიმდინარეობს და განათლების სამინისტროს მიერაა აპრობირებული. მასში მონაწილეობა დღესდღეობით უკვე 4000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო.
ტრენინგი განკუთვნილია მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის.
ტრენინგების განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ეძლევათ გაიგონ მეტი ბიზნესის მიმართულებების შესახებ, როგორებიცაა:
- მარკეტინგი
- ფინანსები
- ბუღალტერია
- მენეჯმენტი
- ტურიზმი
პროექტში ჩართული არიან ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის წარმატებული სტუდენტები, რომლებიც არა მარტო ტრენინგების ჩატარების პროცესს, არამედ პროექტის ორგანიზებასაც უძღვებიან.
პროექტის ფარგლებში ტრენინგები ტარდება როგორც ადგილზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსში, ისე ონლაინ ფორმატში. ასევე, ტარდება გასვლითი ტრენინგებიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, როგორებიცაა: ქუთაისი, ბათუმი, ბორჯომი, კასპი და ა. შ.
ტრენინგის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი, რომელიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ნებისმიერ ფაკულტეტზე ჩაბარების შემთხვევაში 10%-იან გრანტს უდრის.