[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის ინიციატივით დაიწყო შეხვედრების ციკლი სტუდენტებთან "ყავა და ჩაი დეკანთან." პირველი შეხვედრის ფარგლებში არაფორმალურ და მეგობრულ გარემოში სკოლის დეკანმა მარიამ რაზმაძემ უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს, მოუსმინა მათ გამოხმაურებას სასწავლო პროცესის შესახებ, გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და სკოლაში დაგეგმილი სამომავლო გეგმები. დეკანმა ასევე ისაუბრა უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებზე, განხორციელებულ ცვლილებებზე, სიახლეებსა და დაგეგმილ პროექტებზე. აღსანიშნავია, რომ შეხვედრების ციკლი "ყავა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლამ უმასპინძლა დრეზდენის უნივერსიტეტის სტუდენტებს, წამყვან პროფესორ-მენტორს კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის დეპარტამენტიდან, მარიო ნოუგებაუერს და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელს, ლიზა ვუნდელიჰს. რიგით მეექვსე ღონისძიება ჩატარდა ორდღიანი მრგვალი მაგიდის ფორმატში “Georgian-German Roundtable 2024”, სადაც ქართველმა

საბერძნეთის დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტის არქიტექტურის დეპარტამენტის პროფესორმა, სკულპტურათა გამორჩეულმა მკვლევარმა ანდრეას სიტორენგომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ერთკვირიანი ვორქშოპები გამართა. ასევე, ანდრეას სიტორენგო შეხვდა IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის წარმომადგენლებს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს არსებული თანამშრომლობის გაღრმავების გეგმები,

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ერთი კვირის განმავლობაში სტუმრობს საბერძნეთის დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტის არქიტექტურის დეპარტამენტის პროფესორი, სკულპტურათა გამორჩეული მკვლევარი ანდრეას სიტორენგო.   უნივერსიტეტის მხრიდან პირველ დღეს სტუმარს უმასპინძლა საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა და კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლამ. მიმდინარე კვირაში პროფესორი ანდრეას სიტორენგო სხვადასხვა

კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლამ ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამაზე „მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები“ ღია კარის დღე ჩაატარა. სკოლის დეკანმა, პროფ. მარიამ რაზმაძემ დაინტერესებულ პირებს გააცნო პროგრამის სტრუქტურა და შესაძლებლობები, პროგრამაზე მიღების პირობები, სტიპენდიების შესახებ ინფორმაცია და ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში პირველი

IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის ორგანიზებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის ჩატარდა კიბერეთიკის ტრენინგი. ტრენინგს უძღვებოდა კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული ზაურ ჭიკაიძე, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში კიბერეთიკის საკითხებს იკვლევს სხვადასხვა ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებში. ტრენინგზე განიხილეს ყველაზე გავრცელებული კიბერშეტევების

არჩევნების საფუძველზე და გასაუბრების შედეგად, კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის საბჭოს წევრად აირჩიეს ამავე სკოლის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი თეკლა მამფორია. თეკლა მამფორია ერთი წლის ვადით იქნება სტუდენტების წარმომადგენელი.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ბრაგანცას პოლიტექნიკური ინსტიტუტის ტექნოლოგიებისა და მენეჯმენტის სკოლის დეკანს, ნუნო რიბეიროს და ამავე უნივერსიტეტის ინფორმატიკის სამაგისტრო პროგრამის დირექტორს, ჟოზე ედუარდო ფერნანდესს. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია შეხვდა IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანს, პროგრამების ხელმძღვანელებსა და კომპიუტერული

კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დამამთავრებელი საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა სკოლის ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შორის მჭიდრო ურთიერთობის განახლება და სამაგისტრო პროგრამების სიახლეების გაცნობა. შეხვედრაზე სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ სამაგისტრო საფეხურზე ახალი ტიპის

კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის პროგრამის ადმინისტრაციულმა ხელმძღვანელმა, გიორგი მერაბიშვილმა ერაზმუს + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გამართა პორტუგალიაში, ბრაგანცას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. პორტუგალიელ კოლეგებთან გამართულ შეხვედრებზე მერაბიშვილმა ისაუბრა კვლევითი თანამშრომლობის გაღრმავებაზე და სტუდენტური და აკადემიური გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობებზე. გიორგი მერაბიშვილი ასევე დაესწრო ICM-ის პროექტზე გამართულ შეხვედრას, რომელიც მიზნად ისახავს