[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

კომპიუტერული მეცნიერება

კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლა

მოკლე აღწერა

კომპიუტერული მეცნიერების სადოქტორო პროგრამა უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის კვლევითი გარემოს შექმნას. პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებს მიიღონ თანამედროვე განათლება უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით. პროგრამის აკადემიური პერსონალი სრულყოფისა და განვითარების უზრუნველყოფის პარალელურად მუდმივად განაგრძობს პროფესიულ განვითარებასა და კვლევით მოღვაწეობას შესაბამის სფეროში. ჩვენი მისიაა მოვამზადოთ მაღალკვალიფიციური კადრები და ხელი შევუწყოთ იდეების ჩამოყალიბებას, რომლებიც შექმნიან თანამედროვე სამყაროს ახალ სტანდარტებს.

 

ძლიერი მხარეები

წლების განმავლობაში ჩვენ განვავითარეთ და გავაძლიერეთ ისეთი დისციპლინების სწავლება, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, თეორიული კომპიუტერული მეცნიერება, სისტემების დიზაინი და უსაფრთხოება. სადოქტორო პროგრამა შექმნილია ისე, რომ გაითვალისწინოს ცალკეული სტუდენტის ინტერესი, რაც ნიშნავს დოქტორანტურაში სწავლისას სტუდენტმა გამორჩეული და მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანოს სულ მცირე ერთი მიმართულების შესწავლაში და განვითარებაში.

 

კარიერული შესაძლებლობები

კომპიუტერული მეცნიერების სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულთათვის კარიერული შესაძლებლობები შეიძლება შემდეგ კატეგორიებად დაიყოს:

  1. კვლევა კორპორაციებსა და უნივერსიტეტების ლაბორატორიებში;
  2. პროდუქტის განვითარება;
  3. სადოქტორო კვლევის საფუძველზე კომპანიის დაარსება;
  4. აკადემიური კარიერა – უნივერსიტეტის დონეზე კვლევა/სწავლება;
  5. აკადემიური კარიერა – უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამაზე სწავლება;

 

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები

საქართველოს მოქალაქე დოქტორანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება:

  1. ინფორმაცია საგანმანათლებლო და პრაქტიკული გამოცდილების შესახებ (რეზიუმე);
  2. მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის ქონა კომპიუტერულ ტექნოლოგიებში ან მონათესავე დარგებში;
  3. ინგლისურ ენაში B2 დონის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება;
  4. საკვლევი თემის პროექტი ინგლისურ ენაზე;
  5. გასაუბრება;
  6. ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარებისგან თავისუფლდებიან პირები, რომელთაც ბოლო სამი წლის განმავლობაში აქვთ დამთავრებული უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა და ამ პროგრამის ფარგლებში მისი ნიშნების საშუალო (GPA) არის სულ მცირე 75 (100-დან) ან 3 (4-დან) ან აქვთ ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL IBT, IELTS და FCE).

უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის იხილეთ ბმული: www.iro.ibsu.edu.ge

 

სწავლის საფასური

საქართველოს მოქალაქეებისათვის:  3540 ლარი
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის:  9900 ლარი

თუ ხარ IBSU– დოქტორანტი, სადოქტორო პროგრამაზე ისწავლი უფასოდ, თუ წარმოადგენს ერთ-ერთ შემდეგ სერტიფიკატს:

  • GRE-ის მინიმალური ქულა 155 – კომპიუტერული მეცნიერებების სადოქტორო პროგრამისათვის.

 

სპეციალური მოთხოვნ

ზემოაღნიშნული სერტიფიკატებიდან რომელიმეს ფლობის შემთხვევაში, საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად უნდა მიმართო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს. იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციის კვირის ბოლომდე  არ წარადგენ სასურველ განაცხადს, ავტომატურად კარგავ შესაბამის სემესტრში შეღავათით სარგებლობის უფლებას.

_____________________________________________________________________________________________________________

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:  კომპიუტერული მეცნიერების დოქტორი
სწავლების ენა: ინგლისური
ხანგრძლივობა და კრედიტები:  3 წელი, 60 ECTS

 

საკონტაქტო ინფორმაცია

პროგრამის ხელმძღვანელი: დოქტ. თეა თოდუა
ტელ: (995 32) 259 55 006 (151)
ელ-ფოსტა:  ttodua@ibsu.edu.ge