კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დამამთავრებელი საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა სკოლის ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შორის მჭიდრო ურთიერთობის განახლება და სამაგისტრო პროგრამების სიახლეების გაცნობა.
შეხვედრაზე სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ სამაგისტრო საფეხურზე ახალი ტიპის დაფინანსებასა და მიღების საშეღავათო პირობებს. აღსანიშნავია, რომ ახალი საგრანტო პროგრამა შექმნილია სპეციალურად ჩვენი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთათვის.
შეხვედრაზე ასევე განხილული იყო კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის ახალი სამაგისტრო პროგრამა. სტუდენტებს მიეცათ საშუალება შეხვედროდნენ მაგისტრატურის საფეხურის ორმაგი დიპლომის პროგრამის სტუდენტებს და კითხვა-პასუხის რეჟიმში ესაუბრათ მათთან. მაგისტრანტებმა პირადი გამიცდილება გაუზიარეს და პასუხები გასცეს დასმულ შეკითხვებს.