IBSU კიბერუსაფრთხოების ასოციაციის წევრი გახდა, რომელიც უნივერსიტეტს სთავაზობს კორპორატიულ პირობებსა და სპეციალურ შეთავაზებებს.
სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია წარმატებით ოპერირებს როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
ასოციაციის მიზანია კიბერუსაფრთხოების როგორც სამეცნიერო, ისე პრაქტიკული კუთხით განვითარება რეგიონში.
ასოციაცია DefCamp-ისა და CyberEdu-ს ექსკლუზიური წარმომადგენელია რეგიონში. SCSA არის CISCO-სა და COMPTIA აკადემია და პითონის ინსტიტუტის აკადემიური წევრი, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროგრამები. ასევე გახლავთ მერილენდის კიბერუსაფრთხოების ასოციაციის წევრი.