[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში უფასო სტუდენტური პროექტის „პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში“ საზეიმო დახურვის ცერემონია გაიმართა. IBSU-ს რექტორმა, კახა შენგელიამ და პრორექტორმა სასწავლო დარგში, სალომე კუჭუხიძემ პროექტის ტრენერები და ასისტენტები სერტიფიკატებით დააჯილდოვეს. ტრენერებმა კი პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები და ბრენდირებული საჩუქრები გადასცეს. კომპიუტერული მეცნიერებისა

IBSU-ს რექტორი, პროფ. კახა შენგელია კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანთან, პროფ. მარიამ რაზმაძესთან ერთად შეხვდა პირველ მაგისტრანტებს, რომლებმაც ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის „მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები“ ფარგლებში, სწავლების პირველი სემესტრი დაამთავრეს გერმანიაში ქალაქ ცვიკაუში, გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში. სტუდენტების თქმით, ცვიკაუს

IBSU-მ უფასო სტუდენტური პროექტის „პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში“ მორიგ ნაკადს უმასპინძლა. კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის საბაკალავრო პროგრამის პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ არქიტექტურის პროფესიის საფუძვლებს და შეისწავლეს არქიტექტურული ჩანახატები (სქეჩინგი), არქიტექტურული ხაზვა, არქიტექტურული კომპოზიციის საფუძვლები და მაკეტის შექმნა (მოდელირება).

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლაში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: "IoMT-სა და CMS-ის როლი ციფრულ სამყაროში". ლექცია ჩაატარა ემზარ აბჟანდაძემ. ემზარ აბჟანდაძემ ისაუბრა სხვადასხვა საკითხებზე, როგორებიც არის: IoMT-ის (სამედიცინო საგნების ინტერნეტი) შესავალი და მისი მნიშვნელობა თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში;

IBSU-ში ციფრული სკოლის მონაწილეების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. X – XI – XII კლასის მოსწავლეებმა ტრენინგების განმავლობაში შეისწავლეს Web Development (html5, css3) და 3D graphics (Blender) - ის საფუძვლები და საკუთარი ნამუშევრები წარადგინეს. ლექციებს უძღვებოდნენ IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის წარმატებული სტუდენტები.

IBSU-ს არქიტექტურის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა, საგნის ‘არქიტექტურული პროექტირება 3’ ფარგლებში წარადგინეს პროექტები თემაზე ‘სასტუმრო პუშკინის ქუჩაზე.’

IBSU-ს არქიტექტურის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა ფლორენციაში გამართულ 2023 წლის პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალზე "THE WORLD IN FLORENCE" წარადგინეს წყალტუბოს საკვანძო სანატორიუმების აღორძინებაზე ორიენტირებული პროექტი, კერძოდ, სანატორიუმ „მედეას“, „მეტალურგის“ და აბანო №8 სახლის არქიტექტურული გეგმები და განახლებული ვერსიები. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო არქიტექტურული

კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანი თეა თოდუა სტუდენტებს შეხვდა. ინტერაქტიურ შეხვედრაზე დეკანმა კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის პროგრამების სტუდენტებს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული დეტალები გააცნო და მათ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.

“დევექსპერტის” წარმომადგენელმა, Frontend დეველოპერმა, ნიკიტა ლიტოვჩენკომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტებისთვის ჩაატარა ლექცია თემაზე “აპლიკაციის არქიტექტურის ძირითადი პრინციპები.”

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანი, პროფ. თეა თოდუა შეხვდა კომპანია "გორგიასა" და "დევექსპერტსის" წარმომადგენლებს. შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო უნივერსიტეტის სტუდენტების დასაქმების, მათი მომავალი კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა. დეკანმა და კომპანიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.