დრეზდენის უნივერსიტეტის პროფესორი IBSU-ს ეწვია
დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორი, ინფორმატიკის და მათემატიკის ფაკულტეტის ლექტორი, მარიო ნიუგერბაუერი გერმანელ სტუდენტებთან ერთად IBSU-ს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მოეწყო ქართულ-გერმანული მრგვალი მაგიდა, სადაც ქართველმა და გერმანელმა სტუდენტებმა ერთმანეთს გაუზიარეს სასწავლო პროექტები და იდეები.
დრეზდენის უნივერსიტეტის პროფესორი იბსუს ეწვია
დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორი, ინფორმატიკის და მათემატიკის ფაკულტეტის ლექტორი, მარიო ნიუგერბაუერი გერმანელ სტუდენტებთან ერთად IBSU-ს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მოეწყო ქართულ-გერმანული მრგვალი მაგიდა, სადაც ქართველმა და გერმანელმა სტუდენტებმა ერთმანეთს გაუზიარეს სასწავლო პროექტები და იდეები.
საჯარო ლექცია პროექტების მართვაზე
კომპანია ‘დევექსპერტის’ წარმომადგენელმა, ოლგა მიროშნიკოვამ IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტებისთვის ლექცია ჩაატარა თემაზე ‘პროექტების მართვა’. სპიკერმა სტუდენტებს გააცნო პროექტის მართვის თანამედროვე პროცესები, პროექტის დაგეგმვის, ორგანიზებისა და კონტროლის მეთოდები. შეხვედრის დასასრულს სპიკერმა სტუდენტების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.
არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულთა ნაშრომების დაცვა
IBSU-ში საქართველოში არქიტექტურის პირველი ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულთა ნაშრომების დაცვა გაიმართა. არქიტექტურის უნიკალური პროგრამა, რომელიც ევროპის წარმატებული არქიტექტურული სკოლების მაგალითზეა აგებული, თორმეტმა სტუდენტმა დაამთავრა, მათ შორის ცხრა საერთაშორისო სტუდენტია. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის პროგრამაში გათვალისწინებულია ევროპული არქიტექტურული სკოლის პროფესორებისა და პოტენციური დამსაქმებლების რეკომენდაციებიც.
არქიტექტურის პროგრამის ხელმძღვანელი საერთაშორისო არქიტექტორთა კავშირის კონგრესში მონაწილეობს
IBSU-ს არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი წანაწყენიშვილი კოპენჰაგენში მიმდინარე საერთაშორისო არქიტექტორთა კავშირის კონგრესში მონაწილეობს. IBSU-ს არქიტექტურის ინგლისურენოვანი საგანმათლებლო პროგრამის წარდგენა ამ მასშტაბის პროფესიულ ფორუმზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ციფრული სკოლის მონაწილეების დაჯილდოების ცერემონია
IBSU-ში ციფრული სკოლის მონაწილეების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. X – XI – XII კლასის მოსწავლეებმა ტრენინგების განმავლობაში შეისწავლეს Web Development (html5, css3) და 3D graphics (Blender) - ის საფუძვლები და საკუთარი ნამუშევრები წარადგინეს. ლექციებს უძღვებოდნენ IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის წარმატებული სტუდენტები.
„პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში“ საგაზაფხულო სეზონი
IBSU-ს პროექტის „პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში“ საგაზაფხულო სეზონი დღეს საზეიმოდ დაიხურა. კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის საბაკალავრო პროგრამის მიერ ინიცირებული პროექტის მონაწილეები, ტრენერები და ასისტენტები სერტიფიკატებითა და ბრენდული საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ერთთვიანი უფასო პროექტის ფარგლებში, IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეებმა IBSU-ში
“ტექნეტმა” IBSU-ს სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა
IT Outsource კომპანია "ტექნეტმა" IBSU-ს კომპიუტრული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის სტუდენტებისთვის დღეს საჯარო ლექცია გამართა. "ტექნეტი" IBSU-ს სტუდენტებს ანაზღაურებად სტაჟირებას სთავაზობს.
საჯარო ლექცია – “გახდი Front-End Developer”
Devexperts-ის ტრენერმა და Front-End Developer-მა, ოლეგ ჩერვონცევმა IBSU-ში ჩაატარა ლექცია თემაზე “გახდი Front-End Developer: უნარები, ტრენდები, და გზა კარიერისკენ.” ტრენერმა სტუდენტებს დეტალურად გააცნო პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე დინამიური სფეროს თავისებურებები.
Devexperts-ის ტრენერმა IBSU-ს სტუდენტებისთვის ლექცია წაიკითხა
Devexperts-ის ტრენერმა ალექსეი ბაბუხმა IBSU-ს სტუდენტებისთვის ლექცია წაიკითხა თემაზე “ციფრული ოცნების გუნდი: IT კომპანიების შიგნით”. ბაბუხმა ისაუბრა IT როლებსა და მათ მნიშვნელობაზე ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ სამყაროში; ასევე მიმოიხილა IT-ში წარმატებული კარიერისთვის აუცილებელი კომპეტენციები და IT-ის განვითარებადი ტენდენციები. ლექციის დასასრულს, Devexperts-ის ტრენერმა სტუდენტების შეკითხვებსაც