საფასურის კალკულაცია - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

საფასურის კალკულაცია

გამოითვალე შენი გადასახადი

სასწავლო პროგრამა:

[აირჩიე სასწავლო პროგრამა]

სახელმწიფო გრანტი

[სახელმწიფო გრანტის ოდენობა]

გრანტები

[შიდა გრანტის ოდენობა]

არქიტექტურის ოლიმპიადა პირველი ხუთეული
არქიტექტურის ოლიმპიადა მეორე ხუთეული
არქიტექტურის ოლიმპიადა მესამე ხუთეული
გრანტს+გრანტი, სახელმწიფო გრანტი 100%
გრანტს+გრანტი, სახელმწიფო გრანტი 70%
გრანტს+გრანტი, სახელმწიფო გრანტი 50%
ერთიანი ეროვნული გამოცდების რეიტინგში პირველი 1000-ეული
ერთიანი ეროვნული გამოცდების რეიტინგში პირველი 500-ეული
ვერცხლის მედალოსანი
კონკურსი რა? სად? როდის? გამარჯვებული
მემორანდუმის მქონე სკოლის მოსწავლისთვის
ოქროს მედალოსანი
ოჯახის წევრი სწავლობს იბსუში
პირველ ადგილზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის არჩევა (064)
საქართველოს ეროვნული ნაკრების სპორტსმენი
ქართულ-გერმანული სკოლა "სხივის" კურსდამთავრებული
ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის კურსდამთავრებული
ARMY
FLEX-ის პროგრამის მონაწილე
IBSU-ს თანამშრომელი ან ოჯახის წევრი
IBSU-ს თანამშრომლის შვილი
IBSU-ს კურსდამთავრებული
IBSU-ს უფასო კურსები
IBSU-ს სასკოლო ოლიმპიადა, 1-ლი ადგილი
IBSU-ს სასკოლო ოლიმპიადა, 2-ე ადგილი
IBSU-ს სასკოლო ოლიმპიადა, 3-ე ადგილი

ჯამი

სასწავლო პროგრამა: 0 GEL
სახელმწიფო გრანტი 0 GEL
შიდა გრანტები 0 %
დაზოგილი თანხა: 0 GEL
სტუდენტის გადასახადი: 0 GEL

გრანტები 

თუ ხარ 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი, მიიღებ IBSU- 50%-იან გრანტს დარჩენილი თანხის დასაფარად. ამ გრანტზე ვრცელდება გრანტის შეარჩუნების პირობა.

თუ ხარ 70%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი, მიიღებ IBSU- 40%-იან გრანტს დარჩენილი თანხის დასაფარად. ამ გრანტზე ვრცელდება გრანტის შეარჩუნების პირობა.

თუ ხარ 50%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი, მიიღებ IBSU- 30%-იან გრანტს დარჩენილი თანხის დასაფარად. ამ გრანტზე ვრცელდება გრანტის შეარჩუნების პირობა.

თუ ხარ საჯარო ან კერძო სკოლის ოქროს მედალოსანი, მიიღებ IBSU- 40%-იან გრანტს. ამ გრანტზე ვრცელდება გრანტის შეარჩუნების პირობა.

თუ ხარ საჯარო ან კერძო სკოლის ვერცხლის მედალოსანი, მიიღებ IBSU- 30%-იან გრანტს. ამ გრანტზე ვრცელდება გრანტის შეარჩუნების პირობა.

თუ ხარ ერთიანი ეროვნული გამოცდების რეიტინგში, ქვეყნის მასშტაბით, პირველ 500 აბიტურიენტს შორის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან მიიღებ 100%-იან სასწავლო გრანტს და 4 წლის განმავლობაში, 8 თვის მომცველი პერიოდით ყოველთვიურ სტიპენდიას 200 ლარის ოდენობით. ამ გრანტზე ვრცელდება გრანტის შეარჩუნების პირობა.

თუ ხარ ერთიანი ეროვნული გამოცდების რეიტინგში, ქვეყნის მასშტაბით, პირველი 500-დან 1000 აბიტურიენტს შორის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან მიიღებ 100%-იან სასწავლო გრანტს და 4 წლის განმავლობაში, 8 თვის მომცველი პერიოდით  ყოველთვიურ სტიპენდიას 100 ლარის ოდენობით. ამ გრანტზე ვრცელდება გრანტის შენარჩუნების პირობა.

თუ ხარ IBSU-ს სასკოლო ოლიმპიადის I ადგილის მფლობელი, მიიღებ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის 40%-იან გრანტს დარჩენილი თანხის დასაფარად.

თუ ხარ IBSU-ს სასკოლო ოლიმპიადის II ადგილის მფლობელი, მიიღებ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის 30%-იან გრანტს დარჩენილი თანხის დასაფარად.

თუ ხარ IBSU-ს სასკოლო ოლიმპიადის III ადგილის მფლობელი, მიიღებ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის 20%-იან გრანტს დარჩენილი თანხის დასაფარად.

თუ ხარ მე-12 კლასელთათვის ჩატარებული ყოველწლიური კონკურსის -რა? სად? როდის? გამარჯვებული 6  მოსწავლეს შორის, 4 წლის განმავლობაში, მიიღებ IBSU -ს 20%-იან დაფინანსებას. ამ  გრანტზე არ ვრცელდება გრანტის შენარჩუნების პირობა.

თუ ხარ არქიტექტურაში  IBSU-ს მიერ ჩატარებული ოლიმპიადის მონაწილე, უნივერსიტეტის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში, რეიტინგით პირველ ხუთეულში გასვლის შემთხვევაში, მიიღებ IBSU -ს 35%-იან დაფინანსებას; მეორე ხუთეულში გასვლის შემთხვევაში, მიიღებ IBSU -ს 30%-იან დაფინანსებას;  მესამე ხუთეულში გასვლის შემთხვევაში, მიიღებ IBSU -ს 25%-იან დაფინანსებას. ამ  გრანტზე არ ვრცელდება გრანტის შენარჩუნების პირობა.

გაითვალისწინე!!  თუ ჩამონათვალი გრანტებიდან გაქვს რამდენიმე ერთროულად, პრიორიტეტი ენიჭება და სარგებლობ გრანტით, რომელიც ყველაზე მაღალია. შიდა გრანტები არ იკრიბება.

IBSU -ს გრანტის შენარჩუნების პირობები

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოპოვებული გრანტით ან დაფინანსებით 4 აკადემიური წლის განმავლობაში ისარგებლებ იმ შემთხვევაში, თუ შენი საშუალო აკადემიური მაჩვენებელი ყოველი წლის ბოლოს არ იქნება 71 (GPA) ქულაზე ნაკლები.

თუ შენ ხარ ერთიანი ეროვნული გამოცდების რეიტინგით პირველ 500-ეულში და 1000-ეულში მოხვედრილ სტუდენტებს შორის და იღებ IBSU-ს ყოველთვიურ სტიპენდიას, მის შესანარჩუნებლად შენი საშუალო აკადემიური მაჩვენებელი (GPA) ყოველი წლის ბოლოს არ უნდა იყოს 91 ქულაზე ნაკლები.

 

სხვა შეღავათები

თუ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროგრამებს (კოდი 064) უპირატესობას მიანიჭებ და უნივერსიტეტების ჩამონათვალში პირველს ჩაწერ, 4 წლის განმავლობაში, მიიღებ IBSU – 20%-იან დაფინანსებას. ამ  გრანტზე არ ვრცელდება გრანტის შენარჩუნების პირობა.

თუ ხარ საქართველოს ეროვნული ნაკრების სპორტსმენი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, 4 წლის განმავლობაში, სწავლის საფასურის 50%- დაგიფინანსებს; აღნიშნული შეღავათი იმოქმედებს ეროვნულ ნაკრებში ყოფნის მანძილზე.

თუ ხარ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის თანამშრომელი, თანამშრომლის მეუღლე ან შვილი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, 4 წლის განმავლობაში, 50 %-იანი ფასდაკლებით ისარგებლებ; ამ  გრანტზე არ ვრცელდება გრანტის შენარჩუნების პირობა.

თუ შენ დაძმასთან ან ოჯახის სხვა წევრთან ერთდროულად ირიცხები შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ერთად სწავლის პერიოდში, 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებ. ამ  გრანტზე არ ვრცელდება გრანტის შენარჩუნების პირობა.

თუ ხარ ქუთაისის შპს ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლალიცეუმიან შპსქართულგერმანულ სკოლალიცეუმი სხივი კურსდამთავრებული, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან, 4 წლის განმავლობაში, 50%-იან დაფინანსებას მიიღებ. ამ  გრანტზე არ ვრცელდება გრანტის შენარჩუნების პირობა. ხოლო თუ ხარ ამავე საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომელი, თანამშრომლის შვილი ან მეუღლე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან, 4 წლის განმავლობაში, 25%-იან დაფინანსებას მიიღებ. ამ  გრანტზე არ ვრცელდება გრანტის შენარჩუნების პირობა.

თუ ხარ იმ სკოლის კურსდამთავრებული, რომელანაც IBSU-ს მემორანდუმი აქვს გაორებული, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან, 4 წლის განმავლობაში, 35%-იან დაფინანსებას მიიღებ. ამ  გრანტზე არ ვრცელდება გრანტის შენარჩუნების პირობა.

თუ ხარ IBSU- თანამშრომლი, (მათ შორის მოწვეული ლექტორი), თანამშრომლი მეუღლე, შვილი ან ოჯახის სხვა წევრი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან, 4 წლის განმავლობაში, 25%-იან დაფინანსებას მიიღებ. ამ  გრანტზე არ ვრცელდება გრანტის შენარჩუნების პირობა.

თუ ხარ IBSU- კურსდამთავრებული, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან, 4 წლის განმავლობაში, 25%-იან დაფინანსებას მიიღებ. ამ  გრანტზე არ ვრცელდება გრანტის შენარჩუნების პირობა.

თუ ხარ FLEX პროგრამის მონაწილე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან, 4 წლის განმავლობაში, 20%-იან დაფინანსებას მიიღებ. ამ  გრანტზე არ ვრცელდება გრანტის შენარჩუნების პირობა.

თუ ხარ სტუდენტი და გაიარე IBSU-ს უფასო რომელიმე სახის კურს(ებ)ი და არ სარგებლობენ ზემოთ აღნიშნული არცერთი შეღავათით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის  პირველი არჩევის შემთხვევაში, 4 წლის განმავლობაში, მიიღებ IBSU -ს 30%-იან დაფინანსებას. ამ  გრანტზე არ ვრცელდება გრანტის შენარჩუნების პირობა.

უკრაინის მოქალაქეებისთვის:

უკრაინის მოქალაქე, რომელიც ჩაირიცხება უნივერსიტეტის ნებისმიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე (სამივე საფეხურზე), სწავლის საფასურის შეღავათის სახით მიიღებს 50%-იან შეღავათს,  პროგრამით განსაზღვრული სწავლის პერიოდში. (ბაკალავრიატზე  – 4 წელი, მაგისტრატურაზე – 2 წელი, დოქტორანტურაზე – 3 წელი).

შეღავათი შეეხება:

ა) სტუდენტებს, ვინც 2022 – 2023 წლიდან ჩაირიცხება;

ბ) სტატუს აღიდგენილებს:

გ) მობილობით გადმოსულს.

სტატუსის აღდგენისა და მობილობის წესით გადმოსვლის შემთხვევაში, შეღავათს გამოიყენებს უნივერსიტეტის შიდა გრანტის გამოყენების წესის მიხედვით (სემესტრში 30 კრედიტი, პროგრამით განსაზღვრული დარჩენილი პერიოდი).

სპეციალური მოთხოვნები

ზემოაღნიშნული შეღავათებიდან ნებისმიერის მოპოვების შემთხვევაში, საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად უნდა მიმართო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს. იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციის კვირის ბოლომდე  არ წარადგენ სასურველ განაცხადს, ავტომატურად კარგავ შესაბამისი სემესტრში შეღავათით სარგებლობის უფლებას.

 

შეგიძლია სწავლის საფასური 8 თვეზე გადაანაწილო

თუ ხარ საქართველოსა ან თურქეთის მოქალაქე და გსურს სწავლის გადასახადის ნაწილ-ნაწილ გადახდა, შეგიძლია გადახდის მოქნილი გრაფიკით ისარგებლო და შენი სწავლის საფასური 8 თვეზე გადაანაწილო.