ტრენინგი ფრანკოფონი სტუდენტებისთვის – “ვარსებობ, მაშასადამე წარმატებული ვარ”
სტუდენტებისთვის კარიერული წინსვლის ხელშესაწყობად, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს საქართველოს წარმომადგენლობის ოფისში ჩატარდა ტრენინგი - "ვარსებობ, მაშასადამე წარმატებული ვარ" (Je suis DONC Je réussis). ტრენინგი ჩაატარა შავი ზღვის უნივერსიტეტის ფრანგული ენის ლექტორმა, ინგა ტყემალაძემ, რომელიც განკუთვნილი იყო ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს წევრი უნივერსიტეტებისთვის. ტრენინგს ესწრებოდნენ IBSU-ს ფრანკოფონი სტუდენტები. სამდღიანი
საჯარო ლექცია – “გამოხატვის თავისუფლება, როგორც საერთო ევროპული ღირებულება ”
სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა, სამართლის დოქტორმა თამარ ავალიანმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე “გამოხატვის თავისუფლება, როგორც საერთო ევროპული ღირებულება ევროკავშირის სამართლის მიხედვით”. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი უერთდება ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულს, რომელიც ქვეყნის მაშტაბით 1-11 დეკემბერს იმართება.
IBSU-მ “ჩემი გამომცემლობის” წიგნების გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში “ჩემი გამომცემლობის” წიგნების ორდღიანი გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. გამოფენის დახურვის დღეს, სტუდენტები შეხვდნენ ავტორებს, ოლიკო ცისკარიშვილს და დავით ხარატიშვილს რომელთაც სტუდენტები თავიანთი წიგნების შესახებ უამბეს. “ჩემი გამოცემლობა” უკვე მესამე წელია საგამომცემლო ბაზარზე, ძირითადად გამოსცემს საგანმანათლებლო – ფსიოლოგიურ-ფილოსოფიურ წიგნებს. ასევე მხატვრულ ლიტერატურას. გამომცემლობა მხარს
IBSU-ს სტუდენტურმა გუნდმა AUF-ის კონკურსში მე-3 ადგილი დაიკავა
IBSU-ს სტუდენტურმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) კონკურსში, რომლის ფინალური შეხვედრა ბუქარესტში გაიმართა. ისმაილ აგაჯანოვის, ნატალი აბესაძის, ეთერ ივანიძის და ნინო დოლიძის გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა, რომლის საპრიზო ფონდი 300 ევროს შეადგენს. კონკურსი სტუდენტური მეწარმეობის განვითარების შესახებ რეგიონული პროექტის ფარგლებში გამოცხადდა. AUF ECO
ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამა Thomson Reuters-ისა და BBC-ის ერთობლივ პროგრამაში ჩაერთო
IBSU-ს ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამა Thomson #Reuters-ისა და BBC-ის ერთობლივ პროგრამაში ჩაერთო. IBSU ერთ-ერთია იმ 5 ქართულ წამყვან უნივერსიტეტს შორის, სადაც Thomson Reuters Foundation და BBC Media ერთობლივ პროექტს განახორციელებენ მაგისტრანტებისთვის. პირველ ჰიბრიდულ შეხვედრაზე დაიგეგმა სამომავლო აქტივობები. იგი BBC
AIESEC საქართველოს წარმომადგენლების შეხვედრა IBSU-ში
AIESEC საქართველოს წარმომადგენლებმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს თემაზე “კარიერული განვითარება.” ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სტუდენტებს დასაქმებასთან დაკავშირებული საკითხები გააცნეს, მათ შორის წარმატებული გასაუბრების, სამოტივაციო წერილის და რეზიუმეს სწორად შედგენის ასპექტები.
IBSU-ს არქიტექტურის სტუდენტების წარმატება იტალიის პრესტიჟულ ფესტივალზე
IBSU-ს არქიტექტურის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა ფლორენციაში გამართულ 2023 წლის პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალზე "THE WORLD IN FLORENCE" წარადგინეს წყალტუბოს საკვანძო სანატორიუმების აღორძინებაზე ორიენტირებული პროექტი, კერძოდ, სანატორიუმ „მედეას“, „მეტალურგის“ და აბანო №8 სახლის არქიტექტურული გეგმები და განახლებული ვერსიები. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო არქიტექტურული
IBSU საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში ჩაერთო
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში ჩაერთო. პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტებს მეორე სემესტრის სწავლის საფასური სრულად დაუფინანსდებათ. სტიპენდიის მიღება შეუძლიათ მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს, რომელთაც აქვთ 3.8-ზე მაღალი GPA და სწავლობენ შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე: საერთაშორისო ურთიერთობები კომპიუტერული მეცნიერება
TI-ის ტრენინგი IBSU-ს ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტებისთვის
ღია მონაცემთა ბაზების გამოყენების შესახებ IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ტრენინგი გაიმართა. ტრენინგს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ იყო ორგანიზებული, დაესწრნენ მიმდინარე სემესტრში არჩევით საგანზე "საგამოძიებო ჟურნალისტიკა" დარეგისტრირებული სტუდენტები. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა - სახელმწიფო შესყიდვების პროცედურები, სახელმწიფო ტენდერების სახეები,
IBSU-ს გუნდმა AUF-ის კონკურსში გაიმარჯვა
IBSU-ს სტუდენტურმა გუნდმა გაიმარჯვა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომელიც სტუდენტური მეწარმეობის განვითარების შესახებ რეგიონული პროექტის ფარგლებში გამოცხადდა. გამარჯვებული გუნდი მონაწილეობას მიიღებს ფინალურ კონკურსში, რომელიც ბუქარესტში 4-6 დეკემბერს გაიმართება. კონკურსის ფარგლებში, AUF ECO და ბუქარესტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნული უნივერსიტეტის ხელშეწყობით,