Devexperts-ის ტრენერმა IBSU-ს სტუდენტებისთვის ლექცია წაიკითხა
Devexperts-ის ტრენერმა ალექსეი ბაბუხმა IBSU-ს სტუდენტებისთვის ლექცია წაიკითხა თემაზე "ციფრული ოცნების გუნდი: IT კომპანიების შიგნით". ბაბუხმა ისაუბრა IT როლებსა და მათ მნიშვნელობაზე ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ სამყაროში; ასევე მიმოიხილა IT-ში წარმატებული კარიერისთვის აუცილებელი კომპეტენციები და IT-ის განვითარებადი ტენდენციები. ლექციის დასასრულს, Devexperts-ის ტრენერმა სტუდენტების შეკითხვებსაც
IBSU-ს სტუდენტები დუშეთის სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ
საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის მესამე კურსის სტუდენტები, მარიამ ცუხიშვილი, მარიამ გულიაშვილი და ნინო ხუბიეროვი პროექტ - “IBSU მაღალმთიანი რეგიონებისთვის” ფარგლებში შეხვდნენ დუშეთის პირველი და მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს. შეხვედრისას მათ ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს, დაფინანსების შესაძლებლობებსა და სტუდენტურ
IBSU-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი “მომსახურების სტანდარტების” ტრენინგს დაესწრო
IBSU-ს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით, IBSU-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის შუაგულში "მომსახურების სტანდარტების" ტრენინგი ჩატარდა. გამოცდილმა ტრენერმა თეიმურაზ გოდერძიშვილმა IBSU-ს თანამშრომლებს მომსახურების თანამედროვე სტანდარტები და მათი პრაქტიკაში გამოყენების გზები გააცნო. ტრენინგზე ყურადღება გამახვილდა როგორც თანამედროვე სტანდარტების, ისე კორპორატიული ეთიკისა
IBSU ევროკავშირის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესის ფინალური შეჯიბრების გამარჯვებულია
IBSU-ს გუნდი ევროკავშირის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესის ფინალური შეჯიბრების გამარჯვებულია. სტუდენტური კონკურსის ფინალში მონაწილეობა საუკეთესო შედეგის მქონე რვა გუნდმა მიიღო. შეჯიბრების გამარჯვებული გახდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი თამარ ბლიაძის, მარიამ მღებრიშვილის, მანანა გაჩეჩილაძისა და ბიჭიკო დეკანოიას შემადგენლობით; იმიტირებული პროცესის საუკეთესო გამომსვლელად კი მარიამ მღებრიშვილი დასახელდა. IBSU-ს
ონლაინ გაცვლითი პროგრამა დეპოლის უნივერსიტეტთან
IBSU-ს „ციფრული მედიისა და კომუნიკაციის“ სამაგისტრო პროგრამის პირველკურსელმა სტუდენტებმა ონლაინ გაცვლითი პროგრამა დაიწყეს ჩიკაგოს დეპოლის უნივერსიტეტის სტუდენტებთან. ხუთკვირიანი თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტები კონტენტანალიზის მეთოდის გამოყენებით გაანალიზებენ ამერიკულ და ქართულ მედიას. პროექტი გარდა პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა, ხელს შეუწყობს სტუდენტებში მულტიკულტურული უნარების გამომუშავებას. პროგრამა ხორციელდება დეპოლის უნივერსიტეტის გლობალური სწავლებების ცენტრის ინიციატივით
ნათელა დოღონაძის წიგნის პრეზენტაცია
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროფესორ ნათელა დოღონაძის ელექტრონული წიგნის პრეზენტაცია – “მამების როლი შვილი გოგოებისა და შვილი ბიჭების ცხოვრებაში” გაიმართა.
IBSU-მ კარიერის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა HR Hub–ის მიერ ორგანიზებულ კარიერის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. სამსახურის მაძიებლების გრანდიოზულ შეკრებაზე, IBSU-ს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურისა და კარიერის დაგეგმვის სამსახურის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს უნივერსიტეტში მიმდინარე ვაკანსიები გააცნეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. ღონისძიებაზე, რომლის მიზანია დასაქმების ხელშეწყობა, 70-მდე კომპანია იყო ჩართული.
გოგა კიკილაშვილის წიგნის პრეზენტაცია
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში იურისტ გოგა კიკილაშვილის წიგნის "ბიზნეს სამართალი" პრეზენტაცია გაიმართა. ორენოვანი სახელმძღვანელო განკუთვნილია ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტებისთვის. "ბიზნეს სამართალი" IBSU-ს ხელშეწყობით გამოიცა.
რექტორი მე-4 კურსის სტუდენტებს შეხვდა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი საფფეთ ბაირაქთუთანი მეოთხე კურსის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე რექტორმა და სტუდენტებმა აქტუალური საკითხები განიხილეს, მათ შორის გამოსაშვები საღამოს თარიღი/ორგანიზება და სამაგისტრო პროგრამები.
ვორქშოფი – ინტერაქციის გაძლიერება ციფრული საშუალებების გამოყენებით
IBSU-ს ლექტორმა ნატო ფაჩუაშვილმა ვორქშოფი ჩაატარა თემაზე “გადადი ონლაინ: ინტერაქციის გაძლიერება ციფრული საშუალებების გამოყენებით.” ვორქშოპის მონაწილეები გაეცნენ ციფრულ მოწყობილობებს, რომლებიც მოსწავლეებისთვის ძლიერი ინტერაქციული გარემოს შექმნას უზრუნველყოფენ. ნატო ფაჩუაშვილმა ასევე ისაუბრა ინგლისურის, როგორც უცხო ენის სწავლებისთვის საჭირო ინტერაქციული ციფრული სასწავლო რესურსების მნიშვნელობაზე.