სიახლეები
- 06/12/2019
„სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით“
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროგრამის „სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით“ (CTEL II) მეორე მოდულის ტრენინგი გაიმართა – თბილისისა და რუსთავის 12 სკოლის მასწავლებლებთან. პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტი პარტნიორობას უწევს პროექტ ჰარმონიის ფილიალს საქართველოში (PH International) ჯორჯთაუნის უნივერსიტეტთან ერთად. პროგრამის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს სწავლების ინტეგრირებული მეთოდების დანერგვას საქართველოს სკოლებში.