ყავა რექტორთან
22.03.2022შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით, განახლდა „ყავა პროფესორთან“ შეხვედრების ხანგრძლივი ტრადიცია.
რუბრიკის პირველი სტუმარი გახლდათ რექტორი, დოქტ. საფფეთ ბაირაქთუთან.
ბ-ნი რექტორი სტუდენტებს არაფორმალურ გარემოში შეხვდა, ისაუბრა უნივერსიტეტის სამომავლო გეგმებზე, უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს, როგორც სამსახურეობრივ, ისე პირად თემებზე, გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, გაიხსენა საინტერესო ისტორიები და მოუსმინა სტუდენტების ინიციატივებს.