სამძიმრის წიგნი IBSU-ში
04.05.2022 დღეს IBSU-ში უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერი კამპანიის ფარგლებში, განთავსდა სამძიმრის წიგნი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო სამახსოვრო ჩანაწერის გაკეთება და ამით ომში დაღუპული გმირებისა თუ მათი ოჯახის წევრებისთვის პატივის მიგება.
კამპანია განხორციელდა საინიციატივო ჯგუფის 4 Peace In Ukraine ინიციატივითა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.