„მომხმარებლის გამოცდილების მენეჯმენტის“ შესახებ IBSU-ში ონლაინ ლექცია ჩატრადება - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

„მომხმარებლის გამოცდილების მენეჯმენტის“ შესახებ IBSU-ში ონლაინ ლექცია ჩატრადება

07.12.2021

IBSU საერთაშორისო ურთიერთობების ოფისი აწყობს მოწვეული ლექტორის დოქტორ იოლანტა ტკაჩიკის ონლაინ ლექციას „მომხმარებლის გამოცდილების მენეჯმენტი“.

ლექციის მიზანია მსმენელს გააცნოს მომხმარებლის ქცევის მენეჯმენტის იდეა, რაც მოიცავს პერსონაჟის შექმნსა და მომხმარებელთა სამოგზაურო რუკის პრაქტიკულად ჩვენებას, ასევე, მომხმარებელთა გამოცდილების ყველაზე ხშირად გამოყენებული საზომების (NPS, CES, CSAT) განხილვას.

თარიღი: 8 დეკემბერი, 16:00 საათი

ადგილი: Online

ლექციაზე დასასწრები ბმული: meet.google.com/nxn-vxto-cbh (დასასწრებად გამოიყენეთ იბსუ-ს ელ-ფოსტა)

სამუშაო ენა: ინგლისური

სპიკერის შესახებ: იოლანტა ტკაჩიკი, ეკონომიკის დოქტორის, მენეჯმენტის სპეციალიზაციით (2007); 1996 წლიდან არის კოზმინსკის უნივერსიტეტის მარკეტინგის განყოფილების ასისტენტ-პროფესორი. ის სპეციალიზირებულია მარკეტინგის, ბაზრის ანალიზის, რეკლამირების, გაყიდვების ტექნიკის, მომხმარებელთა მომსახურების, ბრენდის მენეჯმენტისა და მომხმარებელთა ქცევის ტრენინგში.