DAAD-ის მიერ დაფინანსებული ახალი სასწავლო-კვლევითი პროექტი IBSU-ში! - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

  1. Home
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. DAAD-ის მიერ დაფინანსებული ახალი...
DAAD-ის მიერ დაფინანსებული ახალი სასწავლო-კვლევითი პროექტი IBSU-ში!
  • 05/12/2025

DAAD-ის მიერ დაფინანსებული ახალი სასწავლო-კვლევითი პროექტი IBSU-ში!

IBSU ჩართულია DAAD-ის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო პროექტში E-CANDEE (Europe–Central Asia & Caucasus Network for Digital Education Enlargement), რომელიც მიზნად ისახავს ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამის – „მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები“ – ფარგლებში სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, რექტორის მრჩეველი ინტერნაციონალიზაციის საკითხებში – პროფესორი გიორგი ღავთაძე და კომპუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანი და ECANDEE პროექტის ხელმძღვანელი – პროფესორი მარიამ რაზმაძე, ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს (WHZ).

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდა WHZ-ის რექტორთან, პროფესორ სტეფან კასელთან, და პარტნიორი ქვეყნების – ჩეხეთის, უკრაინის, ალბანეთისა და აზერბაიჯანის – წარმომადგენლებთან. აგრეთვე, გაიმართა შეხვედრები ახალი პროექტის – “ECANDEE” – პარტნიორებთან.

IBSU-ს წარმომადგენლები დაესწრნენ ქართველი სტუდენტების მესამე ნაკადის ჩარიცხვის საზეიმო ღონისძიებას, რომლებიც WHZ-ში გაცვლითი პროგრამით სწავლობენ და ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში ცვიკაუში იმყოფებიან.

IBSU და WHZ 2019 წლიდან წარმატებით თანამშრომლობენ, ხოლო 2025 წლიდან IBSU ოფიციალურად ერთვება DAAD-ის მიერ მხარდაჭერილ ახალ სასწავლო-კვლევით ინიციატივაში.

IBSU აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორობების გაძლიერებას და სტუდენტებისთვის გლობალური შესაძლებლობების შექმნას.