სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა...
  • 05/02/2021

სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფ.დოქტ. თამარ შიოშვილი

სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, აფილირებული პროფესორი, დოქტ. თამარ შიოშვილი:
ჩვენ გულითადად ვულოცავთ აშშ-ს ახლადარჩეულ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და გვინდა გავიხსენოთ ისტორია, რომლითაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ.
ამერიკის შეერთებული შტატების ახლანდელი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2008 წელს საქართველოში ვიზიტისას ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტის რანგში ესტუმრა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, სადაც ინტერნატურას გადიოდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის მესამე კურსის სტუდენტები: ხატია ჭელიძე, ნინო ფარიზოვა და ნინო მოდებაძე. ჯო ბაიდენმა სტუდენტებთან საუბრისას გამოხატა გაკვირვება და აღფრთოვანება იმის თაობაზე, რომ საქართველოში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინგლისურენოვანი პროგრამა აძლევს შანსს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სტუდენტებს მიიღონ დასავლური ტიპის მულტიდისციპლინარული და ამავდროულად ინტერდისციპლინარული განათლება ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ.