[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

შეხვედრა კომპანია Deloitte-ის წარმომადგენლებთან

10.05.2017

კომპანია დელოიტის თბილისის ოფისის წარმომადგენლებმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის პრეზენტაცია გამართეს.

დელოიტი ახორციელებს აუდიტორულ, საგადასახადო და იურიდიულ, მმართველობით და ფინანსურ კონსულტირებას სხვადასხვა სფეროში მოღვაწე, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო კომპანიებისთვის.

კომპანიაში დასაქმებულნი არიან ქვეყნის ყველაზე რეიტინგული უნივერსიტეტების წარმატებული სტუდენტები. თანამშრომელთა სათანადოდ შერჩევა კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტია მისი საქმიანობიდან გამომდინარე.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა სტუდენტებთან შემდგომ თანამშრომლობას.