გრაფიკული დიზაინი (ინგლისურენოვანი)

პროგრამის მიზანი

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს  განუვითაროს რთული გრაფიკული ამოცანების შემოქმედებითად, ფუნქციურად და კომპოზიციურად ამოხსნის უნარი.

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს მიაწოდოს ცოდნა ბრენდის ვიზუალური იდენტობის შექმნის შესახებ (ლოგო, ტიპოგრაფია, კორპორატიული სტილი, ფლაერი, ბროშურა, ბუკლეტი, სარეკლამო პლაკატები) და შეფუთვის დიზაინი (ბაზრის კვლევა, ფასების სეგმენტის დაზუსტება, კონკურენტის ანალიზი. ეტიკეტი, საჩუქრის და მიტანის დიზაინი და ა.შ.)

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია  სტუდენტს ასწავლოს  ტრადიციული და ციფრული გრაფიკა, ფერთა შემოქმედებითი მოდელირება,  ვიზუალური კომუნიკაციის ფუნქციონალური და შემოქმედებითი ასპექტები, რეკლამა, ხელოვნების ისტორია და თეორია, განუვითაროს ტექნიკური და პროფესიული უნარები,  რათა შეძლოს   მიღებული ცოდნის  წარმატებით  გამოყენება თანამედროვე გრაფიკული დიზაინის მოთხოვნების შესაბამისად.

პროგრამის მიზანია სტუდენტებს შესძინოს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა საწარმოში პრაქტიკის ორგანიზების გზით; განუვითაროს კოლეგებთან და კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევები პროექტის არსის და იდეის არტიკულაცის გზით.

 

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

აბიტურიენტი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ირიცხება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით – ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე.  ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სავალდებულოა ქართული ენის და ინგლისური ენის ჩაბარება. ერთ-ერთი არჩევითი საგანია: მათემატიკა/ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება. ინგლისური ენის მინიმალური კომპეტენციის დონე: 50%+1. 

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მოპოვების სავალდებულო პროცედურაა გასაუბრება (შემოქმედებითი ტური), რაც გულისხმობს აბიტურიენტის მიერ შესრულებული ნახატების წარდგენას, რომლებსაც აფასებენ დარგის ექსპერტები/სპეციალისტები. გასაუბრების ჩატარების პროცედურა და ეტაპები აღწერილია შესაბამის დებულებაში. (იხ. დანართი 1).

მობილობის წესით ჩარიცხვა ხორციელდება წელიწადში ორჯერ. შიდა მობილობა ხორციელდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე www.ibsu.edu.ge). გარე მობილობა ხორციელდება სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: www.eqe.ge).

საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ჩარიცხვა შესაძლებელია კანონით დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე. უცხო ქვეყნის მოქალაქეების პროგრამაში მიღების პირობები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე – https://ibsu.edu.ge/iro/admission/

 

სწავლის საფასური

ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულებისთვის: 4590 ლარი
ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხულებისთვის: 4500 აშშ დოლარი

მინიჭებული კვალიფიკაცია: გრაფიკული დიზაინის ბაკალავრი
სწავლების ენა: ინგლისური
პროგრამის საკრედიტო ღირებულება: 180 ECTS

 

პროგრამის ხელმძღვანელები:

პროფ. დოქტ. ნანა იაშვილი

მობ:  +995 599 516516
E-mail: iashvili.nana@yahoo.com

ასოც. პროფ. შოთა დოგრაშვილი

მობ: +995 555 12 03 93
E-mail: shotadograshvili@gmail.com

 

პროგრამა