[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

ბიბლიოთეკამ პირველკურსელებისთვის საორიენტაციო შეხვედრა გამართა

26.09.2024

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ პირველკურსელებისთვის საორიენტაციო შეხვედრა გამართა. ღონისძიების მიზანი იყო სტუდენტებისთვის გაცნობა იმ სერვისებთან და რესურსებთან, რომლებიც დაეხმარებათ აკადემიური საქმიანობის ეფექტურად წარმართვაში.

შეხვედრაზე სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:

  • ბიბლიოთეკის რესურსები და კატალოგი: როგორ მოძებნონ და გამოიყენონ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი;
  • ელექტრონული წიგნები და ჟურნალები: დისტანციური წვდომა ციფრულ ბიბლიოთეკასა და სხვადასხვა აკადემიურ რესურსებზე;
  • ბიბლიოთეკის ღონისძიებები: რა ტიპის ღონისძიებებს ატარებს ბიბლიოთეკა სტუდენტებისთვის;
  • ტრენინგების შესაძლებლობა: ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებული ტრენინგები, რომლებიც აკადემიურ და პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება სტუდენტებს.