[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

საერთაშორისო მულტიდისციპლინარული სტუდენტური კონფერენცია

Loading Events
  • This event has passed.

16

ივნ

საერთაშორისო მულტიდისციპლინარული სტუდენტური კონფერენცია

16/06/2023 @ 9:30 AM - 10:30 AM

📢 შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2023 წლის 16 ივნისს უმასპინძლებს რიგით მეორე საერთაშორისო მულტიდისციპლინარულ სტუდენტურ კონფერენციას.

კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტებში კვლევითი და ანალიტიკური უნარებისა და ისეთი ტრანსფერული უნარების გამომუშავებას, როგორიცაა ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, საკუთარი მოხსენების წარდგენა და მოსაზრებების დაცვა.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ  სხვადასხვა მიმართულების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს,  რაც ხელს შეუწყობს სტუდენტების მიერ ახალი და საინტერესო იდეების გენერირებას, აზრებისა და გამოცდილების გაზიარებას.

კონფერენციაში მონაწილების მიღება შეუძლიათ, როგორც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს, ასევე სხვა ავტორიზებული უმაღალესი განათლების დაწესებულების სტუდენტებს.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი სექციები:

  • საერთაშორისო ურთიერთობები;
  • ინგლისური ფილოლოგია;
  • ბიზნესი (მარკეტინგი, მენეჯმენტი, ფინანსები, საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი);
  • ეკონომიკა;
  • ტურიზმი;
  • სამართალი;
  • საჯარო ადმინისტრირება და სახელმწიფო მმართველობა;
  • ჟურნალისტიკა;
  • კომპიუტერული მეცნიერება;
  • არქიტექტურა.

დეტალები იხილეთ 👉 სტუდენტური კონფერენცია – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (ibsu.edu.ge)