22 აპრილს, 17:00 საათზე, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლიტერატურულ-
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი და უწყების სხვა წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
პრეზენტაციას გახსნის სამართლისა და საჯარო მმართველობის სკოლის დეკანი, ირაკლი შამათავა, რომლის მხატვრული ტექსტი “ჩემი აფხაზური ნაძვის ხე – გზა შინისკენ!” დაბეჭდილია ჟურნალის პირველ ნომერში.
საერთაშორისო ჟურნალი “ბუნების მეგობრები” მოიცავს ბუნების და ეკოლოგიის თემაზე თანამედროვე მწერლების სხვადასხვა სახის ლიტერატურულ-შემეცნებით ტექსტებს და ის პირველი ლიტერატურული ალმანახია, რომელიც დედამიწის დაცვას ეᲫღვნება. გამოცემას გარემოსა და ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.
ალმანახის რედაქტორია პოეტი მადონა დვალი; სპონსორი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.
📌 IBSU ბიბლიოთეკა