სიახლეები
- 18/10/2024
BDO-ს ფინანსური აუდიტის ვორქშოფი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში კარიერული დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ორდღიანი უნიკალური ვორქშოფი ფინანსური აუდიტის თემაზე, რომელსაც აუდიტორული კომპანია BDO-ს წამყვანი ექსპერტები უძღვებოდნენ.
სტუდენტებმა მიიღეს თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ფინანსური და აუდიტის პროცესებში.
ვორქშოპზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აუდიტის ბაზრის მიმოხილვას, რეგულაციებს, ეთიკასა და შიდა კონტროლის მექანიზმებს. პრაქტიკული ქეისის განხილვამ სტუდენტებს მისცა შესაძლებლობა რეალური სიტუაციებიდან წამოღებული მაგალითების საფუძველზე გაეუმჯობესებინათ პროფესიული უნარ-ჩვევები.
ვორქშოფის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ ოფიციალური სერტიფიკატები.