
ღონისძიებები
- მთავარი
- /
- დოკუმენტური ფილმის „თაობა კონფლიქტს მიღმა“...
დოკუმენტური ფილმის „თაობა კონფლიქტს მიღმა“ ჩვენება – დისკუსია

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ორგანიზებით, “მე-16 ელემენტი” დოკუმენტური ფილმის „თაობა კონფლიქტს მიღმა“ ჩვენება – დისკუსიას გამართავს.
შეხვედრაზე სტუდენტებს ექნებათ საშუალება ჩაერთონ დისკუსიაში ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორებიცაა მშვიდობის მშენებლობა, კონფლიქტის ტრანსფორმაცია და თაობებს შორის გაუცხოების პრობლემა.
შეხვედრას ფასილიტაციას გაუწევს:
ელიკო ბენდელიანი – მშვიდობისა და კონფლიქტების მკვლევარი, ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი.
“მე-16 ელემენტი” წარმოადგენს ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფს, რომლის მიზანია მშვიდობის მშენებლობისა და კონფლიქტების ტრანფორმაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა.
დასწრების მსურველებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://rb.gy/4f3x3l
📌 ბიბლიოთეკა