When

07/03/2025    
4:30 pm - 5:30 pm

ღონისძიებები

  1. მთავარი
  2. /
  3. ტრანსფორმაციული ლიდერობა ACT-ის გლობალური გამოცდილება

ტრანსფორმაციული ლიდერობა ACT-ის გლობალური გამოცდილება

When

07/03/2025    
4:30 pm - 5:30 pm

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით 7 მარტს, 16:30 საათზე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართება კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო გლობალური კომპანია ACT-ის თანადამფუძნებლისა და მმართველი პარტნიორის, თინათინ რუხაძის საჯარო ლექცია თემაზე: ტრანსფორმაციული ლიდერობა ACT-ის გლობალური გამოცდილება.

თინათინ რუხაძის ხელმძღვანელობით ACT პატარა ქართული საკონსულტაციო ფირმიდან გლობალურ მოთამაშედ გადაიქცა, რომელიც დღეს 3 კონტინენტზე, 35 ქვეყანაში ოპერირებს.

თინათინს აქვს თსუ-ს ფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხი და გრენობლის ბიზნეს სკოლის MBA მენეჯმენტ კონსალტინგის სპეციალიზაციით. თინათინი, ასევე, აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში: მენტორობს ახალგაზრდა და ქალ მეწარმეებს, მონაწილეობს ანგელოზ-ინვესტორობის პროექტებში.

საჯარო გამოსვლებით ხელს უწყობს ბიზნესსა და ლიდერობასთან დაკავშირებული ცოდნის გავრცელებას.

დრო: 2025 წლის 7 მარტი, 16:30 საათი

ადგილმდებარეობა: ბიბლიოთეკა, შეხვედრების ოთახი, B ბლოკი

საჯარო ლექციაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ 5 მარტის ჩათვლით გაიაროთ

რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/j2AWochzD7ovPtzC7