სიახლეები
- Home
- /
- IBSU ბლოგი
- /
- #ExchangeStudent: გიორგი მერაბიშვილი |...

- 03/12/2025
#ExchangeStudent: გიორგი მერაბიშვილი | Lodz Univeristy
გაიცანით #IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სტუდენტი, გიორგი მერაბიშვილი, რომელიც Erasmus+ გაცვლითი პროგრამით ერთი სემესტრი სწავლას აგრძელებს ლოძის უნივერსიტერში, პოლონეთი.
“ჩემთვის ლოძის უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამა საუკეთესო შესაძლებლობა აღმოჩნდა გამეღრმავებინა ცოდნა გეოპოლიტიკურ სფეროში, გავცნობოდი უცხო ქვეყნის კულტურასა და განათლების მეთოდებს და გამეუმჯობესებინა კომუნიკაციის უნარები, რომელიც აუცილებელია მომავალი კარიერისთვის.
ლოძის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ნამდვილად გამორჩეული და პროდუქტიულია. ხშირად გვაქვს დისკუსიები, ინტელექტუალური თამაშები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება საერთაშორისო პოლიტიკის რეალურ მოვლენებს, რაც სწავლას ბევრად სახალისოს ხდის.
უცხო ქვეყანაში სასწავლებლად წასვლა გარკვეულ გამოწვევებთანაცაა დაკავშირებული, მაგრამ ის გამოცდილება და ცოდნა რომელსაც ვიღებ მეხმარება პიროვნულ განვითარებაშიც და მხდის მეტად დამოუკიდებელს.
აქ შევხვდი სრულიად განსხვავებული კულტურის ადამიანებს, შევიძინე მეგობრები, გავიცანი სტუდენტები ევროპისა და მსოფლიოს მრავალი კუთხიდან. მოვინახულე სხვადასხვა ქალაქი და გავეცანი მათ გასაოცარ არქიტექტურულ ნამუშევრებს, რომლებიც თავიანთი ქვეყნის კულტურასა და ისტორიას შესანიშნავად ასახავენ.
თუ ფიქრობთ გაცვლითი პროგრამით წასვლაზე, ნამდვილად გირჩევთ, რომ ეს ნაბიჯი გადადგათ. ეს არის გამოცდილება, რომელიც გიქმნით დაუვიწყარ მოგონებებს, გეხმარებათ ახალი მეგობრების შეძენაში და სამყაროს სრულიად განსხვავებული კუთხით დანახვის შესაძლებლობას გაძლევს. მიხარია და ვამაყობ, რომ ამ პროგრამის ნაწილი ვარ.”