სიახლეები
- Home
- /
- IBSU ბლოგი
- /
- #ExchangeStudent: ლიკა ბუზალაზე |...

- 19/11/2025
#ExchangeStudent: ლიკა ბუზალაზე | ISAG European Business School
გაიცანით #IBSU-ს მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, ლიკა ბუზალაძე, რომელიც Erasmus+ გაცვლითი პროგრამით ერთი სემესტრი სწავლას აგრძელებს ISAG European Business School-ში, პორტუგალია.
“Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ერთ სემესტრს პორტოში, პორტუგალიაში ვატარებ და ვსწავლობ ISAG European Business School-ში. მადლიერი ვარ ამ განსაკუთრებული შესაძლებლობისთვის, რომელმაც უკვე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ჩემს ცხოვრებასა და მომავალ გადაწყვეტილებებზე.
პორტოში ჩამოსვლიდან ჯერ მხოლოდ ორი თვეა გასული, რაც უკვე ჩემს ერთ-ერთ საუკეთესო გამოცდილებად იქცა. ქვეყანა, ადამიანები, კულტურა – ყველაფერი იმდენად ახლოსაა ჩემს პიროვნებასთან, რომ ხშირად მგონია აქ ჩამოსვლა ბედისწერა იყო. თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ, რადგან მომეცა საშუალება პორტოში ცხოვრებისა და სწავლისა.
ერთი წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ვისწავლიდი ქალაქში, რომელიც ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ადგილი გახდებოდა და ამდენად მომეწონებოდა ჩემი გაცვლითი პროგრამა. თუმცა ეს მხოლოდ იღბალის დამსახურება არაა. პირველი ნაბიჯი რომ არ გადამედგა, ეს თავგადასავალი მხოლოდ ოცნებად დარჩებოდა.
ამიტომ გირჩევთ, რომ შანსის გაჩენისთანვე გამოიყენოთ იგი. თქვით ყოველთვის „დიახ“, გააკეთეთ მაქსიმუმი და შემდეგ უკვე თქვენც შეძლებთ გაუზიაროთ სხვებს პირადი ისტორია და გამოსცადოთ ეს ყოველივე.
დიდი მადლობა IBSU-ს ამ შესაძლებლობისთვის.”