სიახლეები
- Home
- /
- IBSU ბლოგი
- /
- #ExchangeStudent: საბა გულბათაშვილი |...

- 20/02/2026
#ExchangeStudent: საბა გულბათაშვილი | ISAG-ის უნივერსიტეტი
გაიცანით #IBSU-ს ინგლისურენოვანი საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სტუდენტი, საბა გულბათაშვილი, რომელიც Erasmus+ გაცვლითი პროგრამით ერთი სემესტრი სწავლას აგრძელებს ISAG-ის უნივერსიტეტში, პორტუგალია.
“გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის გადაწყვეტილება თავდაპირველად გარკვეულწილად სპონტანური იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდანვე მქონდა სურვილი საზღვარგარეთ მესწავლა, ევროპული კულტურა უკეთ და სიღრმისეულად გამეცნო და საერთაშორისო მეგობრები მყოლოდა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისგან გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავს ვიკავებდი. თუმცა, 2025-2026 წლის შემოდგომის სემესტრის პორტუგალიაში გატარება ჩემი სტუდენტური ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი აღმოჩნდა.
IBSU-ში ჩაბარების ერთ-ერთ მთავარ მოტივს სწორედ ის ფაქტორი წარმოადგენდა, რომ უნივერსიტეტი სტუდენტებს მრავალფეროვან გაცვლით პროგრამებს სთავაზობს. აღნიშნული შესაძლებლობისთვის განსაკუთრებულად მადლიერი ვარ, რადგან პროგრამის ფარგლებში გატარებულმა ერთმა სემესტრმა მნიშვნელოვნად გაამრავალფეროვნა ჩემი აკადემიური და პირადი გამოცდილება. ამ პერიოდში გავიარე არაერთი საინტერესო სასწავლო კურსი, შევქმენი დაუვიწყარი მოგონებები და გავიცანი არაერთი განსხვავებული და საინტერესო პიროვნება.
ეს გამოცდილება გახდა იმის მაგალითი, რომ არასდროს უნდა ვთქვათ უარი სიახლეებზე, არამედ მივიღოთ და გამოვცადოთ.”