#აიცერი – IBSU საყოველთაო ვაქცინაციას უერთდება
06.08.2021შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი უერთდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ ინიცირებულ საინფორმაციო კამპანიას #აიცერი უსაფრთხო გარემოსთვის.
უნივერსიტეტი მოუწოდებს აკადემიურ, ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალს და სტუდენტებს მიიღონ მონაწილეობა საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში, რათა ხელი შეუწყონ ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებას.
ვაქცინაციის წახალისების მიზნით, უნივერსიტეტი მზად არის მოაწყოს სივრცე და უზრუნველყოს თანამშრომელთა და სტუდენტთა საყოველთაო ვაქცინაცია.