სიახლეები

  • 03/10/2019

საჩუქარი პირველკურსელებს

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ბატონმა ირაკლი კობახიძემ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სამართლის ფაკულტეტის პირველკურსელ სტუდენტებს, პროფესორებსა და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადასცა საჩუქრად საავტორო სახელძღვანელო- “კონსტიტუციური სამართალი”.

2019 წლის 2 ოქტომბერს სამართლის ფაკულტეტის დეკანმა ქალბატონმა ეკატერინე ბაკარაძემ და კონსტიტუციური სამართლის ლექტორმა ბატონმა ვახტანგ ჟვანიამ სამართლის ფაკულტეტის პირველკურსელ სტუდენტებს დაურიგეს აღნიშნული წიგნები და გააცნეს კონსტიტუციური სამართლის ზოგადი არსი.