სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
  4. /
  5. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მსოფლიოს გლობალური...
  • 05/05/2022

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მსოფლიოს გლობალური გამოწვევები“

ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანაორგანიზებით 2022 წლის 2 მაისს ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „მსოფლიო გლობალური გამოწვევები“. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა შზსუ-ს რექტორი, ბატონი საფფეტ ბაირაქთუთანი. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს შზსუ-ს სამართლის ფაკულტეტის პროფესორებმა და სტუდენტებმა. გამოიცა კონფერენციის სტატიათა კრებული – „მონოგრაფიების სერიიდან – მსოფლიო გლობალური გამოწვევები“ (https://doi.org/10.36073/978-9941-28-871-5).