სიახლეები

- 30/10/2025
Grant Thornton-ის წარმომადგენლები IBSU-ის ბიზნესის სკოლის სტუდენტებს შეხვდნენ
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა კომპანიას Grant Thornton, რომლის წარმომადგენლებმაც ბიზნესის სკოლის სტუდენტებს გააცნეს კომპანიის საქმიანობა, კარიერული შესაძლებლობები და დასაქმების პერსპექტივები.
კომპანიის წარმამადგენლებმა თავიანთი პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს მონაწილეებს და უპასუხეს მათ კითხვებს კარიერული განვითარების საკითხებზე.
Grant Thornton – საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 140-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს და სთავაზობს ორგანიზაციებს აუდიტის, გადასახადებისა და ბიზნეს კონსულტაციის მომსახურებებს.





