[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

კომპიუტერული მეცნიერება

სამაგისტრო და სადოქტორო სკოლა

მოკლე აღწერა

კომპიუტერული მეცნიერების შესწავლით თქვენ ეცნობით მის ფუნდამენტურ პრინციპებს, ასევე უახლესი ტექნიკის გამოყენებასა და პრაქტიკული სისტემების განვითარების გზებს. პროგრამა საშუალებას გაძლევთ პრობლემების გადაჭრის ლოგიკური გზების ძიებით და კომპიუტერული პროგრამების დახმარებით შეისწავლოთ ოპტიმალურ გადაწყვეტილებათა მიღების გზები. კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო პროგრამა ასევე დაგეხმარებათ ჩაერთოთ ახალი სისტემების განვითარების მიზნით შექმნილ პროექტებში, რაც ინდივიდუალური და გუნდური მუშაობისთვის საჭირო უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩვენი პროგრამის ფარგლებში შეიძენთ პრაქტიკულ გამოცდილებასაც, რაც ტექნიკისადმი თქვენი ინტერესების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

ძლიერი მხარეები

ჩვენივე შესაძლებლობა შევქმნათ ინოვაციური, ერთობლივი კვლევები, რომლებიც დიდი მასშტაბისა და სირთულის პრობლემების დაძლევას შეუწყობს ხელს. კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო პროგრამის კვლევითი ნაწილი ემსახურება თეორიული კომპიუტერული მეცნიერებისა და კომპიუტერული სისტემების სიღრმისეულ შესწავლას.

კარიერული შესაძლებლობები

კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთვარებულთათვის კარიერული განვითარების შესაძლებლობები შეიძლება რამდენიმე კატეგორიად დაიყოს: პროგრამირება და პროგრამის განვითარება, ინფორმაციული სიტემები, ქსელები, უსაფრთხოება, კვლევა კომპიუტერულ მეცნიერებაში, ინტერნეტი და ა.შ.
კურსდამთავრებულებს აქვთ ასევე შესაძლებლობა სწავლა გააგრძელონ სადოქტორო პროგრამაზე და გახდნენ. აკადემიური სამყაროს ღირსეული წევრები
გაცვლითი პროგრამები: სტუდენტებს ეძლევათ მრავალფეროვანი შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა სტუდენტთა გაცვლით პროგრამაში სამაგისტრო საფეხურზე სწავლებისას, შავი ზღვის უნივერსიტეტის მიერ დასავლეთის ქვეყნების მრავალ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე.

მიღება

საქართველოს მოქალაქე მაგისტრანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება: 

  1. ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
  2. B ტესტის ტიპის საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარება.
  3. სპეციალობაში შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ჩაბარება.
  4. უცხო ენაში B2 დონის შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება.
  5. განმცხადებელს, რომელსაც აქვს ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL IBT, IELTS და FCE) უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება
  6. განმცხადებელს,რომელსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში აქვს დამთავრებული ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა და ამ პროგრამის ფარგლებში მისი ნიშნების საშუალო (GPA) არის სულ მცირე 75 (100-დან) ან 3 (4-დან) ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება.

უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის იხილეთ ბმული
www.iro.ibsu.edu.ge
სწავლების ენა: ინგლისური
ხანგრძლივობა და კრედიტები: 2 წელი, 120 ECTS
მისანიჭებელი ხარისხი: ინჟინერიის მაგისტრი კომპიუტერულ მეცნიერებაში
სწავლის საფასური: 3540 ლარი

სწავლის საფასური უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის: 7800 ლარი

შეღავათები

  1. -20% სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, რომელიც შზსუ-ში რეგისტრაციასგაივლის 2021 წლის 26 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით.
  2. -15% დედმამიშვილები ერთი ოჯახიდან.

საკონტაქტო ინფორმაცია

  1. სამაგისტრო და სადოქტორო სკოლა
  2. ელ-ფოსტა:  graduateschool@ibsu.edu.ge
  3. ტელ: (+995 32) 2595005/06/07 (151)
  4. პროგრამის კოორდინატორი: პროფ.დოქტ. ირაკლი როდონაია
  5. პროგრამის თანახელმძღვანელები: დოქტ. ბესიკ დუნდუა, დოქტ. მარინა რაზმაძე