[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

ციფრული მედია და კომუნიკაცია

სამაგისტრო და სადოქტორო სკოლა

პროგრამის მოკლე აღწერა

სამაგისტრო პროგრამა შექმნილია ნებისმიერი სპეციალობის ადამიანებისთვის, ვისაც სურს ციფრული მედიაპროდუქციის წარმოებისა და კომუნიკაციის სფეროს სიღრმისეულად შესწავლა. განკუთვნილია როგორც მათთვის, ვინც საბაკალავრო საფეხურზე სწავლობდა ჟურნალისტიკას/მასობრივ კომუნიკაციას, ისევე მათთვისაც, ვინც გადაწყვეტს მაგისტრატურის საგანმანათლებლო საფეხურზე სპეციალობის შეცვლასა და ახალი პროფესიის დაუფლებას.

„ციფრული მედიისა და კომუნიკაციის“ სამაგისტრო პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ციფრული მედიის გაძლიერებულად სწავლება, რადგან საქართველოშიც ინტერნეტმედიის განვითარების კვალდაკვალ სულ უფრო და უფრო მეტად პოპულარული ხდება მულტიმედიური ჟურნალისტიკა, რომელიც აერთიანებს ტექსტურ და ვიდეო თუ აუდიოპროდუქციას. თანამედროვე დასავლურ სამყაროში ხშირად საუბრობენ მედიის კონვერგენციაზე ანუ პროცესზე, როცა იშლება მიჯნა მედიის სხვადასხვა სახეებს შორის. ამდენად, მედიისა და კომუნიკაციის სწავლება წარმოუდგენელია ვებტექნოლოგიების გარეშე.

დამსაქმებელთა კვლევის შედეგების შესაბამისად, განისაზღვრა, რომ მედიაინდუსტრიის საჭიროებებიდან გამომდინარე, „ციფრული მედიისა და კომუნიკაციის“ სამაგისტრო პროგრამამ უნდა უზრუნველყოს მედიისა და კომუნიკაციის სფეროს ისეთი სპეციალისტების გამოშვება, რომლებსაც ერთის მხრივ, ექნებათ ღრმა და სისტემური ცოდნა ციფრული მედიის თანამედროვე ტენდენციების, ვიზუალური ამბის თხრობის ხერხებისა თუ ფორმების შესახებ, გამომუშავებული ექნებათ მულტიმედიაჟურნალისტებისთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევები და ამავდროულად, აღჭურვილნი იქნებიან მასობრივი კომუნიკაციის ძირითადი თეორიების, ინოვაციური ფორმებისა თუ მეთოდების სიღრმისეული ცოდნით.

პროგრამის მიზანია მოამზადოს:
სწრაფად ცვალებად ციფრულ გარემოში თანამედროვე მედიაინდუსტრიის შესაბამისი კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტი, რომელსაც აქვს ღრმა და სისტემური თეორიული და პრაქტიკული
ცოდნა ციფრულ მედიასა და კომუნიკაციაში.

კურსდამთავრებული, რომელიც ფლობს ციფრული მედია ინდუსტრიისთვის საჭირო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს: ვიზუალური ამბის თხრობის ხერხებსა თუ ფორმებს; სხვადასხვა პლატფორმების მომზადებისა
და მულტიმედია მასალების შექმნის უნარს; კვლევის წარმოებისა და სოციალური მედიის ანალიტიკის უნარს; მონაცემთა დამუშავებისა და მათი ვიზუალიზაციის უნარს;

კურსდამთავრებული, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში გააგრძელებს სწავლას, სწრაფად ცვალებადი ციფრული მედიაინდუსტრიის საჭიროებიდან გამომდინარე – აქტუალური ცოდნის მიღებას, მის
დახვეწა-განახლებას და ახალი ტექნოლოგიების დაუფლებას. ასევე, მოამზადოს მაგისტრანტები აკადემიური განათლების შემდეგ საფეხურზე – დოქტორანტურაში სწავლის გასაგრძელებლად, როგორც
ციფრული მედიის, ასევე მასობრივი კომუნიკაციის ან მედიაკვლევების მიმართულებით.

სამაგისტრო პროგრამა მომზადდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ დაფინანსებულ „მედიაგანათლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში. „ციფრული მედიის“ კურსები შემუშავებულია აშშ-ს ლოიოლას უნივერსიტეტის (ჩიკაგო, ილინოისის შტატი) ციფრული მედიისა და ვიზუალური ამბის თხრობის სამაგისტრო პროგრამის ანალოგიით. ამ გაცვლითი პროექტის ფარგლებში ქართველი პროფესორებს ჩიკაგოში ჰქონდათ ამერიკელი კოლეგების გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა, რასაც მოჰყვა მათი მხრიდანაც რამდენიმე საპასუხო ვიზიტი საქართველოში.
ამ პროგრამის შემუშავებაში, სწავლის შედეგების განსაზღვრაში ქართველ პროფესორებთან ერთად აქტიურ მონაწილეობას იღებდა ლოიოლას უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის ხელმ-ი პროფ. რიშელე როჯერსი. სწორედ მისი კონსულტაციებით მოხდა ციფრული მედიის სავალდებულო კურსების სილაბუსების დახვეწა-სრულყოფა.

გაცვლითი პროგრამები

სტუდენტებს ეძლევათ მრავალფეროვანი შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა სტუდენტთა გაცვლით პროგრამაში სამაგისტრო საფეხურზე სწავლებისას, შავი ზღვის უნივერსიტეტის მიერ დასავლეთის ქვეყნების მრავალ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე.

დასაქმების სფერო

სამაგისტრო პროგრამა მოამზადებს ციფრული მედიისა და კომუნიკაციის კონკურენტუნარიან სპეციალისტებს. კურსდამთავრებულის მიერ შეძენილი ცოდნა და უნარები მას საშუალებას მისცემს უპასუხოს თანამედროვე მედიისა და კომუნიკაციის გამოწვევებს.
კურსდამთავრებულს შეეძლებათ დასაქმება, როგორც ონლაინმედიაში, ასევე ტრადიციულ მედიაორგანიზაციებში (ტელევიზია, გაზეთი, ჟურნალი, საინფორმაციო სააგენტო); საჯარო, კერძო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში, მულტიმედიაჟურნალისტებად, პროდიუსერებად, სოციალური მედიის მენეჯერებად და ა.შ;
რამდენადაც, პროგრამა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების გარდა, ღრმა და სისტემურ თეორიულ ცოდნასაც იძლევა მედიასა და კომუნიკაციაში, ეს კარგი საფუძველია მომავალი პედაგოგიური თუ სამეცნიერო საქმიანობისთვისაც. კურსდამთავრებულს სურვილის შემთხვევაში შეეძლება სწავლის გაგრძელება დოქტორანტურის საფეხურზეც.

დაშვების წინაპირობა

„ციფრული მედიისა და კომუნიკაციის“ სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა:

  1. სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი შეიძლება გახდეს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
  2. სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტთა ჩარიცხვა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად – საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე „პროგრამაზე დაშვების პირობები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის იხილეთ ბმულზე“ – https://iro.ibsu.edu.ge/en/home).
    გარდა ამისა, პროგრამაზე სწავლის მსურველმა უნდა ჩააბაროს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში და ინგლისურ ენაში (B2 დონე). ინგლისურ ენაში აპლიკანტი წერს დონის განმსაზღვრელ ტესტს.
  3. უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება განმცხადებელი, თუ მას ბოლო სამი წლის განმავლობაში აქვს დამთავრებული ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა და ამ პროგრამის ფარგლებში მისი ნიშნების საშუალო (GPA) არის სულ მცირე 75 (100-დან) ან 3 (4-დან), ან წარმოადგენს შესაბამისი ინგლისური ენის ცოდნის დონის (B2) დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს.
    გამოცდები ინგლისურსა და სპეციალობაში განაწილებულია შემდეგი კოეფიციენტის მიხედვით: 40%-60% შესაბამისად.

სპეციალობის გამოცდის საკითხები: სპეციალობის გამოცდა გულისხმობს ესეს წერას და გასაუბრებას. ესეს სავარაუდო თემები და გასაუბრების კრიტერიუმები შეგიძლიათ იხ. ამ ლინქზე: link

უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის იხილეთ ბმული:
www.iro.ibsu.edu.ge
მისანიჭებელი ხარისხი:  მასობრივი კომუნიკაციის მაგისტრი
სწავლების ენა: ქართული
ხანგრძლივობა და კრედიტები: 2 წელი, 120 ECTS
სწავლის საფასური: 3750 ლარი

შეღავათები:

  1. -20% სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, რომელიც შზსუ-ში რეგისტრაციასგაივლის 2021 წლის 26 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით.
  2. -15% დედმამიშვილები ერთი ოჯახიდან.

(სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შემთხვევაში ფასდაკლება მოქმედებს  დარჩენილ სწავლის საფასურზე)

საკონტაქტო ინფორმაცია

  1. სამაგისტრო და სადოქტორო სკოლა
  2. ელ-ფოსტა:  graduateschool@ibsu.edu.ge
  3. ტელ: (+995 32) 2595005/06/07 (151)
  4. ტელ: (+995) 599530390
  5. პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი, დოქტორი დალი ოსეფაშვილი dosepashvili@ibsu.edu.ge